აგროკალენდარი და ეკონომიკა

პროექტის მიერ შემუშავებულია:

  1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეხილეობის დარგის სხვადასხვა ხილის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის შემოსავლები და ცვლადი დანახარჯები. შემოსავლებს მინუს ცვლადი დანახარჯები, მიიღება ე.წ. მარჟინალური მოგება (ინგლ. Gross margin). იგი წარმოადგენს ტექნოლოგიური პროცესის რენტაბელობის შეფასების პირველად ინდიკატორს. თუ მარჟინალურ მოგებას გამოვაკლებთ ხვედრით მუდმივ ხარჯებსაც (მაგ. ძირითადი საშუალებების ამორტიზაცია წელიწადში, მეურნეობის ზედნადები ხარჯები, მრავალწლიანი ნარგავების ამორტიზაციას წელიწადში და ა.შ), მივიღებთ ტექნოლოგიური პროცესის წმინდა მოგებას. მუდმივი ხარჯების და წმინდა მოგების ანგარიშები წიგნში არ განიხილება, რადგან არასტაბილურ ეკონომიკურ პირობებში ისინი ძალიან დიდ ზღვრებში მერყეობს და მათი გაანგარიშება ინდივიდუალურად უნდა მოხდეს თვითონ ფერმერების მიერ.
  2. სოფლის მეურნეობის პრაქტიკოსებისათვის, რაც წარმოდგენილია დამხმარე ცხრილები – ტექნოლოგიური პროცესების აგრო კალენდარი.

ცხრილებში მოყვანილი მონაცემების უმეტესობა აღებულია პრაქტიკული გამოცდილებიდან და კახეთის რეგიონში არსებულ ფასებს, რომლებიც წარმოადგენენ ბოლო 3–5 წლის საშუალო მაჩვენებლებს.

კენკროვანი კულტურები
 

 

ხეხილი