საქართველოს რეგიონების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა კვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურეობის გაწევით და რეგიონის მოსახლეობის თანამედროვე მიდგომების დანერგვაში ხელშეწყობის გზით.

ძირითადი ამოცანებია:

  • საქართველოს აგრობიზნესის და სხვა სეტქორებში დასაქმებულ მეწარმეთა საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურეობა;
  • თანამედროვე მიდგომების და ტექნოლოგიების ადაპტაცია, პოპულარიზაცია და დანერგვა საქართველოში;
  • ინფორმაციის ხელმისაწვდომლობის გაზრდის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში;
  • საერთაშორისო პროგრამების და პროექტების ფარგლებში სოფლის განვითარების პროექტების განხორციელება საქართველოში (ფინანსური დახმარების ჩათვლით);
  • გარემოსდაცვითი მიდგომების პოპულარიზაცია და ყოველდღიურ სამეურნეო საქმიანობაში გათვალსწინების ხელშეწყობა საქართველოში;
  • სპეციალისტების და მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლების ხელსეწყობა რეგიონების განვიტარების სხვა და სხვა სექტორში.

ააიპ “ასკ”-ს მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს ორგანიზაციის ეგიდის ქვეშ  სხვადასხვა დარგის 70-დე წამყვანი კვალიფიციური მოქმედი ექსპერტის  გაერთიანება, რომლებსაც სოფლის მეურნეობის, სოფლის ტერიტორიების განვითარების და გარემოსდაცვითი საერთაშორისო პროექტებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ.