მიმართულებები

ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობები:

  • სასოფლო-სამეურნეო და სოფლის ტერიტორიების განვითარების პროექტების და პროგრამების განხორციელება საქართველოში;
  • კვლევების ჩატარება სოფლის მეურნეობის, აგრო-ბიზნესის, მარკეტინგის, რეგიონებში მაცხოვრებელთა ცხოვრების დონის, სოფლის განვითარების საჭიროებებისა და პრობლემების დადგენის საკითხებში;
  • ტრეინინგების, სემინარების და კონსულტაციების ჩატარება სოფლის ტერიტორიების განვითარებაში ჩართული სხვადასხვა მიმართულებების დარგებში დასაქმებულთათვის;
  • სოფლის ტერიტორიებზე მოქმედი მეწარმეებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების გავრცელების მიზნით სასწავლო-სადემონსტრაციო ნაკვეთების და მეურნეობების მოწყობა;
  • სხვადასხვა სახის სასწავლო-საინფორმაციო მასალების და სახელმძღვანელოების მომზადება აგრო-ბიზნესით და საკვები პროდუქციის შენახვა-გადამუშავება-რეალიზაციით დასაქმებულთათვის;
  • სოფლის ტერიტორიებზე გარემოს დაცვითი და მოსახლეობის ჯანმრთელობის დამზოგავი მიდგომების და ტექნოლოგიების გავრცელება;
  • საერთაშორისო პროექტებისა და პროგრამების ფარგლებში აგრარული დარგისა და სოფლის ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ფინანსური დახმარების გაწევა;
  • „აგრო-სერვის კონსალტინგის“ წევრების საჭიროებზე ორიენტირებული მომსახურების განვითარება და მათი გაძლიერების ხელშეწყობა.