ფერმერთა გზამკვლევი
ხურმის მოვლა-მოყვანა, ეკონომიკური მაჩვენებლები

 

სამშობლო-ჩრდილოეთ ჩინეთია. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული — იაპონიაში, ჩინეთში, თურქეთში, აშშ-ში, ესპანეთში, იტალიაში, შუა აზიის ქვეყნებში, აზერბაიჯანში და სხვა.

საქართველოში იგი შემოტანილ იქნა იაპონიიდან 1895 წელს ჩაქვში.

ხურმა ბარის მცენარეა, მთაში ზღვის დონიდან 900 მეტრზე მაღლა თითქმის არ გვხვდება. მისი ჩვეულებრივი ადგილსამყოფელია დაბლობი, ტენით უზრუნველყოფილი დაბლობები, ხევები და ნესტიანი ფერდობები.

ბუნებრივად დასავლეთ საქართველოს ბევრ რაიონში, უფრო მეტად კი კოლხეთში, კახეთში ალაზნის მარცხენა მხარესაა, საკმაოდ სწრაფმზარდი ხეა ძლიერი ფესვთა სისტემით, ფართოდ კულტივირებული საქართველოში, გამოყენებულია ხურმის მსხვილნაყოფა საუკეთესო საბაღო ფორმების საძირედ.

ხურმის ნაყოფი 61 მგ პროცენტამდე ვიტამინ C-ს და კაროტინს შეიცავს. აღმოსავლეთის ხურმის ნაყოფების დაკონსერვებული წვენი თირეოტოქსიკოზის დროს გამოიყენება, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: ახალად დაკრეფილი ნაყოფებიდან გამოწურულ წვენს 20 პროცენტის რაოდენობით ემატება სპირტი.

ნაყოფებისგანვე ამზადებენ შესქელებულ წვენს (ხურმადოშაბი), რომელსაც ჰიპერტონიის დროს იყენებენ, აგრეთვე სისხლნაკლულობისას და ამოსახველებელ საშუალებად სასუნთქი გზების კატარის დროს.

სრულად ნახვა