ფერმერთა გზამკვლევი
ნუშის მოვლა-მოყვანა, ეკონომიკური მაჩვენებლები

 

ნუში უძველესი დროიდანაა ცნობილი. ჯერ კიდევ 3-4- ათასი წლის წინ ჩვ. წელთაღრიცხვამდე ფინელებს ვაჭრობა ჰქონდათ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან ბალტიის ზღვამდე და ხილთან ერთად გადაჰქონდათ ნუში. ნუში გავრცელებულია მცირე აზიაში, რომელიც ითვლება ნუშის წარმოშობის სამშობლოდ.

ჩვეულებრივი ნუში Amygdalus L. აერთიანებს 85-ზე მეტ სახეობას. გემოს მიხედვით ნუშები იყოფა ორ ჯგუფად: 1. ტკბილი – Amugdalus dulcis და 2. მწარე ნუში – Amugdalus amara. საქართველოსთვის ენდემურია ნუში სახეობა – A.georgia Desf. რომელიც გვხვდება ხევებში, უდაბნო ველებზე და ფერდობებზე. ის მეტრამდე სიმაღლის გვალვაამტან, ბუჩქი–მცანარეა. ვარდისფერი ყვავილებით და მობრტყო–მომრგვალო პატარა ნაყოფებით. ნუში ხასიათდება ძლიერი ზრდით, ფესვთა სისტემა ნიადაგში ღრმად ვითარდება. არის სითბოს, სინათლის მოყვარული, გვალვაგამძლე, საჭიროებს პერიოდულ ვარჯის გამოხშირვას; მსხმოიარობს დარგვიდან მე-4 წელს, მიმდინარე წლის ნაზარდებზე; ნაყოფის ნორმალური მომწიფებისათვის საჭიროებს 2500-30000C აქტიურ ტემპერატურათა ჯამს, იტანს -170C ტემპერატურას, მგრძნობიარეა გაზაფხულის წაყინვების მიმართ. ახასიათებს ხანმოკლე მოსვენების პერიოდი. ხის სიცოცხლის ხანგრძლივობა 70-90 წელია, პროდუქციული პერიოდის ხანგრძლივობა 40-45 წელი; მოსავლის რაოდენობა 1 ძირზე 15-25 კგ.

სრულად ნახვა