ფერმერთა გზამკვლევი
ალუბლის და ბლის მოვლა-მოყვანა, ეკონომიკური მაჩვენებლები

 

ალუბლისა და ბლის აგროტექნიკა განსხვავებული და მეტად რთულია, ვიდრე სხვა ხეხილისა თუ კენკროვანი კულტურების. ძირითად განსხვავებას წარმოადგენს ის, რომ ამ კულტურებვის ძირითადი ჯიშები თვითუნაყოფოა, ანუ – მათი ყვავილები ვერ წარმოქმნის ნაყოფს თვითდამტვერვის შედეგად. დამტვერვისათვის საჭიროა სხვა ჯიშის ალუბლის/ბლის არსებობა ირგვლივ. რომლებსაც დამამტვერიანებლებს ეძახიან.

ბალი და ალუბალი – ეკუთვნის ერთ Cerasus L გვარს , რომელიც 150-მდე სახეობას აერთიანებს. ბალი იმდენად განსხვავებულია დანარჩენი სახეობებისაგან, რომ როგორც ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს შეიძლება გამოიყოს ცალკე Avium-ის გვარად. პრაქტიკულ მეხილეობაში ასეთი გაყოფა უკვე მიღებულია. ბლისა და ალუბლის კულტურული ჯიშები მიღებულია ველური ჯიშებისაგან. მათი ნაყოფი ხასიათდება ძვირფასი სადესერტო თვისებებით. მოიხმარება როგორც სასუფრე ხილი, ასევე ხდება მათი გადამუშავებაც.

სრულად ნახვა