რეკომენდაციები
მრავალწლიანი კულტურების წარმოებაზე კახეთის რეგიონში

კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მოიძებნება ადგილები, სადაც ხეხილის მოყვანისთვის ხელსაყრელი აგროკლიმატური პირობებია. იმ ფერმერებს, რომლებსაც შეუძლიათ მაღალი ხარისხის ხილის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა, აქვთ რეალიზაციის კარგი შესაძლებლობები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. ხილის წარმოების გრძელვადიანი მდგრადობისთვის საჭიროა აგროტექნიკისა და მოსავლის აღების შემდგომი მოვლის ტექნოლოგიების მუდმივი გაუმჯობესება, ამასთან ერთად, კრეფის სეზონის გახანგრძლივება ახალი ჯიშების, ინტენსიური ბაღების გაშენებით და კონსტრუქციების გამოყენებით. მართალია, ინტენსიური მეთოდით მოყვანა საკმაოდ მომგებიანია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მისი წარმოება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, კერძოდ, ინტენსიური ბაღის წარმოებისთვის აუცილებელია ჯანსაღი სარგავი მასალის შესყიდვა, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მონტაჟი, მავნებლებთან ბრძოლისთვის საჭირო ტექნოლოგიური აღჭურვილობა, საყრდენი სისტემის მოწყობა და მუშახელი დარგვის, გასხვლის, მავნებლებისგან დაცვის და მოსავლის აღების პროცესების ხარისხიანად და დროულად ჩასატარებლად.

სრულად ნახვა