ფერმერთა გზამკვლევი
თხილის ბაღის გაშენება, სანერგე, ეკონომიკური მაჩვენებლები

 

თხილის კულტურის, ისევე როგორც სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების განვითარებაზე, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კლიმატის ცვალებადობა, მოვლა-პატრონობა, ნიადაგი. ამ და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორებზეა დამოკიდებული-თხილის მოსავლის რაოდენობა და ხარისხობრივი მაჩვენებლები.

თხილის ბაღის გაშენებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნაკვეთის სწორ შერჩევას. ყურადღება უნდა მიქცეს რელიეფს, სიმაღლეს ზღვის დონიდან, გრუნტის წყლების დონეს, ნიადაგის ტიპს, აქტიურ ტემპერატურათა ჯამს, ნალექების რაოდენობას, ჰაერის ფარდობით ტენიანობას, ქარის სიძლიერესა და სიხშირეს. აღნიშნული ფაქტორები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მცენარის ზრდა-განვითარებაზე. თხილის კულტურის გავრცელების საუკეთესო ჰავაა სუბტროპიკული კონტინენტურიდან ზღვის სუბტროპიკულზე გარდამავალი ზონა და მისი მიმდებარე ტერიტორია.

სრულად ნახვა