ფერმერთა გზამკვლევი
ატმის და გარგრის მოვლა-მოყვანა, ეკონომიკური მაჩვენებლები
ატამი, ატმის ხე (Persica) – მერქნიანი მცენარეა, ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, ნუშის ხის ნათესავი. ჩვეულებრივი ატამი (Persica vulgaris) – წარმოადგენს ხეს, 8 მ-მდე სიმაღლით, ვარდისფერი ყვავილებით, რომლებიც ჩნდება ხის ფოთლებით დაფარვამდე. ატმის სამშობლო ჩინეთია, დღეისათვის ამ ქვეყანას 1 ადგილი უკავია კომერციული წარმოების საკითხევში.