ფერმერთა გზამკვლევი
ქლიავის მოვლა-მოყვანა, ეკონომიკური მაჩვენებლები
ქლიავი არის სინათლის, სითბოს და ტენის მოყვარული, ყინვაგამძლე კულტურა, იგი იტანს 20-25°C ყინვას. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა სხვა ხილთან (ვაშლი, მსხალი) შედარებით დაბალია და არ აღემატება 45-60 წელს. ახალგაზრდა ასაკში ძლიერ იზრდება, ხოლო მსხმოიარობაში შესვლის შემდეგ ზრდის პროცესი შენელებულია.
მცენარე ძირითადად ჯვარედინული დამტვერვით ხასითდება, თუმცა აღინიშნება თვითდამტვერვის შემთხვევებიც. ნაყოფი მსხმოიარობს ერთწლიან ტოტებზე, დეზებზე და სანაყოფე თაიგულებზე. მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მესამე წელს, ხოლო სრულ მსხმოიარობას აღწევს 5-6 წლის ასაკში და საჰექტარო მოსავლიანობას აღწევს 15-17 ტ/ჰა-ზე.