ფერმერთა გზამკვლევი
ბროწეულის მოვლა-მოყვანა, ეკონომიკური მაჩვენებლები

 

ბროწეული მშრალი სუბტროპიკული ჰავის მცენარეა, მაგრამ მრავალ ფორმათა წარმოქმნის უნარის გამო მას სხვადასხვა ეკოლოგიურ პირობებში გავრცელების ფართო დიაპაზონი გააჩნია. საქართველოში იგი კარგად ხარობს როგორც დასავლეთ (ტენიანი ჰავის პირობებში), ისე აღმოსავლეთ (მშრალი ჰავის პირობებში) ნაწილში. მცენარის ზრდა-განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს სითბო, ტენი, სინათლე, ნიადაგი, ქარები და სხვა ეკოლოგიური პირობები. აქედან გამომდინარე დიდი მნიშვნელობა აქვს მცენარის ბიო-ეკოლოგიური თავისებურებების შესწავლას და მასზე მოქმედი გარემო ფაქტორების გამოვლენას, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება ამა თუ იმ ეკოლოგიურ ზონაში კულტურის განვითარების მიზანშეწონილობა.

ბროწეული უხვ და მაღალხარისხიან მოსავალს ცხელი და მშრალი ჰავის პირობებში იძლევა. სავეგეტაციო პერიოდში იგი მოითხოვს აქტიურ ტემპერატურათა დიდ რაოდენობას. იგი მაღალხარისხოვან პროდუქციას იძლევა იმ რაიონებში, სადაც აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 40000 აღემატება. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი დიდ გავლენას ახდენს არა მარტო მოსავლიანობასა და მის ხარისხზე, არამედ იგი წარმოადგენს ბროწეულის კულტურისათვის ადგილის შესარჩევ ერთ-ერთ ძირითად აგროკლიმატურ მაჩვენებელსაც. კახეთის ტერიტორიაზე აქტიურ ტემპერატურათა ჯამით გამოირჩევა ლაგოდეხის, სიღნაღის, გურჯაანის და ყვარლის მუნიციპალიტეტები.

სრულად ნახვა