ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობები:
- სასოფლო-სამეურნეო და სოფლის ტერიტორიების განვითარების პროექტების და პროგრამების განხორციელება საქართველოში;
- კვლევების ჩატარება სოფლის მეურნეობის, აგრო-ბიზნესის, მარკეტინგის, რეგიონებში მაცხოვრებელთა ცხოვრების დონის, სოფლის განვითარების საჭიროებებისა და პრობლემების დადგენის საკითხებში;
- ტრეინინგების, სემინარების და კონსულტაციების ჩატარება სოფლის ტერიტორიების განვითარებაში ჩართული სხვადასხვა მიმართულებების დარგებში დასაქმებულთათვის;
- სოფლის ტერიტორიებზე მოქმედი მეწარმეებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება;
- თანამედროვე ტექნოლოგიების გავრცელების მიზნით სასწავლო-სადემონსტრაციო ნაკვეთების და მეურნეობების მოწყობა;
- სხვადასხვა სახის სასწავლო-საინფორმაციო მასალების და სახელმძღვანელოების მომზადება აგრო-ბიზნესით და საკვები პროდუქციის შენახვა-გადამუშავება-რეალიზაციით დასაქმებულთათვის;
- სოფლის ტერიტორიებზე გარემოს დაცვითი და მოსახლეობის ჯანმრთელობის დამზოგავი მიდგომების და ტექნოლოგიების გავრცელება;
- საერთაშორისო პროექტებისა და პროგრამების ფარგლებში აგრარული დარგისა და სოფლის ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ფინანსური დახმარების გაწევა;
- „აგრო-სერვის კონსალტინგის“ წევრების საჭიროებზე ორიენტირებული მომსახურების განვითარება და მათი გაძლიერების ხელშეწყობა.