საქართველოს რეგიონების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა კვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურეობის გაწევით და რეგიონის მოსახლეობის თანამედროვე მიდგომების დანერგვაში ხელშეწყობის გზით.
ძირითადი ამოცანებია:
- საქართველოს აგრობიზნესის და სხვა სეტქორებში დასაქმებულ მეწარმეთა საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურეობა;
- თანამედროვე მიდგომების და ტექნოლოგიების ადაპტაცია, პოპულარიზაცია და დანერგვა საქართველოში;
- ინფორმაციის ხელმისაწვდომლობის გაზრდის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში;
- საერთაშორისო პროგრამების და პროექტების ფარგლებში სოფლის განვითარების პროექტების განხორციელება საქართველოში (ფინანსური დახმარების ჩათვლით);
- გარემოსდაცვითი მიდგომების პოპულარიზაცია და ყოველდღიურ სამეურნეო საქმიანობაში გათვალსწინების ხელშეწყობა საქართველოში;
- სპეციალისტების და მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლების ხელსეწყობა რეგიონების განვიტარების სხვა და სხვა სექტორში.
ააიპ “ასკ”-ს მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს ორგანიზაციის ეგიდის ქვეშ სხვადასხვა დარგის 70-დე წამყვანი კვალიფიციური მოქმედი ექსპერტის გაერთიანება, რომლებსაც სოფლის მეურნეობის, სოფლის ტერიტორიების განვითარების და გარემოსდაცვითი საერთაშორისო პროექტებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ.