არაპაჰო – უეკლო მაყვლის ერთ-ერთი უხვმოსავლიანი საადრეო ჯიში. გამოირჩევა ტკბილი და არომატული ნაყოფით, თუმცა არც თუ ისე დიდი ზომის მარცვლით. ერთი მარცვლის წონა 7-10 გრ. ახასიათებს ნაყოფის სიმკვრივე და იოლად ტრანსპორტირებადია. არაპაჰოს ჯიში გამოიყვანეს არკანზასის უნივერსიტეტში. ამერიკაში არაპაჰოს მოსავალს იღებენ ივნისის ბოლო პერიოდში. მეგობარ უკრაინაში – ივლისის შუა რიცხვებში. არაპაჰო უკვე ერთი კვირაა იკრიფება გურჯაანში Izolda Qitesashvili -ის ბაღში. წელს პირველი მოსავალია. ნაყოფის წონა 7გრ. ტკბილი და გემრიელი მკვრივი, მბზინვარე შეფერილობით.