(VET) სისტემის მოდერნიზაცია

ოქტომბერი 18, 2019

(VET) სისტემის მოდერნიზაცია

UNDP-ის „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლებისა და ტრენინგის (VET) სისტემის მოდერნიზაცია (VET Phase 2)“ პროგრამის ფარგლებში და მისი დაფინანსებით – ”ა(ა)იპ „აგრო-სერვის კონსალტინგ“-მა და პროფესიული კოლეჯ, ფერმერთა სკოლა“-მ დაიწყეს „კენკროვანი (უეკლო მაყვალი, ჟოლო) კულტურების წარმოება“ პროექტის განხორციელება. ა.წ. 16 ოქტომბერს ჩატარდა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სასწავლო კურსის პირველი თეორიული ტრენინგი, რომელიც ჩატარდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში. კურსი შეადგენს 10 თვეს. კურსი შედგება 8 თეორიული სწავლების და 16 პრაქტიკული მეცადინეობის დღისაგან. კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელები გაივლიან ტესტირებას და შეფასებას, რის შედეგადაც წარჩინებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები. კურსის მსმენელთა შორის არიან სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონალური საკონსულტაციო სამსახურების მთავარი სპეციალისტები, აგრონომ-კონსულტანტები, უნივერსიტეტის სტუდენტები და ახლად კურსდამთავრებულები, ვინც გეგმავს მომავალშე დამოუკიდებლად ჩაატაროს „კენკროვანი კულტურების (უეკლო მაყვალი, ჟოლო)“ სასწავლო კურსები ან/და იმუშაონ აგრონომებად კენკროვანების წარმოების მეურნეობებში. სერტიფიცირებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სრული სასწავლო პროგრამის დოკუმენტაცია (მოდულები, შეფასების და ტესტირების ფორმები, სახელმძღვანელოები და ჰენდ-აუთები).