ოქტომბერი 2, 2019

“Prim ark freedom”

ასე გამოიყურება „მეხილეობის განვითარება კახეთის რეგიონში“ პროექტის ფარგლებში გაშენებული მაყვლის მსხმოიარე ბაღი. ნაყოფის მასა 20 გრ.

მაყვალი — ( Rubus fruticosus) ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. მეტწილად ხვიარა ბუჩქებია. აქვთ ეკლებით ან ჯაგრებით მოფენილი გრძელი ღეროები. ნაყოფი კრებადია წითელი ან მოწითალო-მოშავო. მაყვალის 200-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში 37 სახეობა გვხვდება, აქედამ 27 საქართველოს ენდემური ჯიშია.

მაყვლის ღერო და ფოთლები მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ნაყოფი — 4-8% შაქრებს, 0,6—1,4% მჟავებს, C ვიტამინს და კაროტინს. იყენებენ ნედლად, აკეთებენ მურაბას, ჯემს და სხვა ნაწარმს. მსოფლიოში ცნობილია კულტურული მაყვლის დაახლოებით 300-მდე ჯიში.