მიიღე მეტი სარგებელი და გააძლიერე სოფლად არსებული შენი ბიზნესი

მაისი 17, 2020

მიიღე მეტი სარგებელი და გააძლიერე სოფლად არსებული შენი ბიზნესი

ვისაც გსურთ საკუთარი ბიზნესის გაძლიერება / გაფართოვება ან ახალი ბიზნესის დაწყება საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მოყვანილ საგრანტო და საკრედიტო პროგრამების და პროექტების ჩამონათვალს. წარმოდგენილია პროგრამების საკმაოდ ფართო სპექტრი, რაც განაპირობებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პოტენციალის გამოყენების რეალურ შესაძლებლობას.

ჩვენი კომპანია „აგრო-სერვის კონსალტინგი“ მზაობას გამოხატავს თქვენი მომართვის შემთხვევაში გაგიწიოთ სრული, მაღალ კვალიფიციური კონსულტაციები და თანადგომა როგორც პროგრამების მოთხოვნილებებისა და პირობების განმარტებაში, ასევე სააპლიკაციო ფორმების შევსებაში, ბიზნეს-გეგმების შემუშავებასა და დონორის მიერ მოთხოვნილი თანდართული დოკუმენტაციის დაკომპლექტებაში.

დაგვიკავშირდით: 511 169 300; 595 075 251; agroserviceconsulting@gmail.com

ყველას გისურვებთ წარმატებებს!!!

მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა, განმახორციელებელი ,,აწარმოე საქართველოში

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის მიზანია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარება, რეგიონული ბიზნესის დივერსიფიკაცია, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ასევე ეკონომიკური მიგრაციის შემცირება, ბინზესის წამოწყებისთვის ან/და არსებულის გადაიარაღებისთვის აუცილებელი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა.

გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ბენეფიციარმა უნდა განახორციელოს მოთხოვნილი გრანტის ოდენობის 10%, ხოლო არსებულმა ბენეფიციარმა  50% თანხობრივი თანამონაწილეობა. თანადაფინანსება შეადგენს  არაუმეტეს 30 000 ლარს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

http://www.enterprisegeorgia.gov.ge/ka/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, განმახორციელებელი ,,აწარმოე საქართველოში

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი გულისხმობს ისეთი სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საკრედიტო გარანტიის გაცემას, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები.

*კომერციული ბანკების შემთხვევაში

საკრედიტო – საგარანტიო სქემა დაფუძნებული იქნება პორტფელის გარანტიებზე და სესხის შეფასება განხორციელდება კომერციული ბანკის მიერ;

საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, საკრედიტო გარანტია გაიცემა კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 90%-ის ოდენობით და თითოეული კომერციული ბანკისთვის პროგრამის ფარგლებში არსებული სასესხო პორტფელის არაუმეტეს 35%-ის ოდენობაზე;

30%-ის უზრუნველყოფა რესტრუქტურიზირებული სესხის შემთხვევაში

სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 5 000 000 ლარს;

მსესხებლის ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში საშუალოდ არ უნდა აღემატებოდეს 20 მლნ ლარს და მისი მთლიანი სასესხო ვალდებულებები სესხის აღების მომენტისთვის არ უნდა აღემატებოდეს 8 მლნ ლარს;

საკრედიტო გარანტიის მაქსიმალური ვადა შეადგენს 10 წელს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

http://www.enterprisegeorgia.gov.ge/ka/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98

პროექტი “მწვანე ეკონომიკა – მდგრადი მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)”, განმახორციელებლები – რომელსაც ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის პროგრამა აფინანსებენ და “ავსტრიის განვითარების სააგენტო” (ADA).

მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და შემოსავლების ახალი შესაძლებლობების შექმნას. პროექტის სამიზნე არეალია მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები. პროექტ “GRETA”-ს მთავარი მიზანი: ბიზნეს გარემო აკმაყოფილებს ბაზრის მოთხოვნებს (ორგანული სოფლის მეურნეობისა და მდგრადი სამთო ტურიზმის დარგებში).

პროექტ “GRETA”-ს ამოცანაა: ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, შემოსავლის მიღების ახალი შესაძლებლობების შექმნა და არსებული შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი სამთო ტურიზმისა და ორგანულ სოფლის მეურნეობის დარგებში სიღარიბის დასაძლევად და მოსახლეობის ჩართულობის გასაზრდელად საქართველოს შერჩეულ მაღალმთიან რეგიონებში.

მხედველობაში იქნება მიღებული ის გადამამუშავებელი საწარმოებიც, რომლებიც სამიზნე არეალის ფარგლებს გარეთ მდებარეობენ, მაგრამ ახორციელებენ ან განახორციელებენ სამიზნე არეალში წარმოებული ორგანულ პროდუქტების შესყიდვას. კონკურსი მოიცავს მხოლოდ პროექტ “GRETA”-ს ორგანული სოფლის მეურნეობისა და მარკეტინგის კომპონენტებს. პროექტ “GRETA”-ს ფარგლებში მოხდება ფერმერების, ფერმერთა ჯგუფების, კოოპერატივების, გადამამუშავებელი საწარმოებისა და ორგანული სოფლის მეურნეობის კომპონენტის ფარგლებში შერჩეული სასოფლო-სამეურნეო დარგების და სხვადასხვა ღირებულებათა ჯაჭვის რგოლების დაფინანსება.

სხვადასხვა დროს ცხადდება ფინანსური მხარდაჭერის ტენდერები მცირე და საშუალო მეწარმეთათვის, მცირე ფერმერთათვის, ფერმერთა ჯგუფებისათვის, მარკეტინგულ სეგმენტში მომუშავე საწარმოებისათვის, ორგანული სასოფლო-სამეურნეო საჭიროებებისა და რესურსების მომწოდებლებისათვის. ადგილობრივი განვითარების ინიციატივის ფარგლებში, მხარდაჭერის მოცულობის დიაპაზონია 5 000-დან 150 000 ლარამდე. აპლიკანტის მხრიდან, თანადაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს.

„სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდასაჭერად“ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსებს.

ინიციატივის მიზანია, ქართველ ფერმერებს, სოფლის შინამეურნეობებს, კოოპერატივებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს გაუუმჯობესდეთ წვდომა ფინანსებზე, სერვისებსა და საწარმოო ტექნიკურ აღჭურვილობაზე. პროცესი ემსახურება სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უკეთესი საარსებო წყაროების შექმნას.

ფინანსური მხარდაჭერა ვრცელდება როგორც ბოსტნეულის, მარცვლეულის, კარტოფილის, ხორცისა და რძის პროდუქტების სექტორებში, ასევე თაფლისა და ღვინის წარმოების მიმართულებით. გრანტები საშუალებას აძლევს ფერმერებს, მწარმოებლებს და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ისეთი კაპიტალური ინვესტიციები განახორციელონ, როგორებიცაა ტრაქტორის ან სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა, ისევე როგორც, სათბურის მოწყობა. ENPARD-ის პროგრამა ინვესტიციების სრული ღირებულების 40-60%-ის თანადაფინანსებას ითვალისწინებს. ყველა საგრანტო განაცხადის წარდგენა მოხდება შემდეგ პლატფორმაზე. პირველი და მეორე ციკლის დროს მიღებული განაცხადები განხილვის პროცესშია. მესამე საგრანტო ციკლი დაიწყება 2020 წლის 1 ივლისს და გაგრძელდება 2020 წლის 30 სექტემბრამდე.

დღეისათვის კონკურსი გამოცხადებულია – საგრანტო თანადაფინანსების მისაღებად, მსურველებს განაცხადის შეტანა  30 ივნისამდე შეეძლებათ. საგრანტო კონკურსში მონაწილეობა და თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობა აქვთ ბოსტნეულისა და კენკრის მწარმოებლებს, რომლებიც  ქვეყნის მასშტაბით,  22 მუნიციპალიტეტში:  ლაგოდეხი, ყვარელი, გურჯაანი, დედოფლისწყარო, სიღნაღი, თეთრიწყარო, მარნეული, ბოლნისი, წალკა, დმანისი, გარდაბანი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ბორჯომი, ახალციხე, ასპინძა, ყაზბეგი, დუშეთი, ქედა, ხელვაჩაური, ხულო და შუახევი საქმიანობენ. საგრანტო პროგრამის ფარგლებში, თითოეულ ბენეფიციარს, საირიგაციო სისტემის შეძენისა და მონტაჟის სრული ღირებულების 75% (არაუმეტეს 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში)  დაუფინანსდებათ.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: 

http://enpard.ge/ge/faogrant/

https://www.facebook.com/MEPAGeorgia/posts/3056237614433188

http://enpard.ge/ge/evrokavshiri-garemos-datsvisa-da-sophlis-meurneobis-saministro-da-fao-covid-19-krizisis-dros-sursathis-tsarmoebisa-da-usaphrthkhoebis-mkhardasatcherad-sasophlo-sameurneo-grantebs-gastsemen/

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, განმახორციელებელი „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“

პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.

პროექტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის მიმართულების საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან მიიღებენ შეღავათიან აგროკრედიტს/აგროლიზინგს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის.

პროექტის ფარგლებში სესხი გაიცემა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ პროექტით განსაზღვრულ პირობებს.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

  1. შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის;
  2. შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის;
  3. შეღავათიანი აგროლიზინგი;
  4. სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში”.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: 

http://arda.gov.ge/projects/read/agro_credit/5:parent

დანერგე მომავალი“, განმახორციელებელი „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“

პროექტი „დანერგე მომავალი“ ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.

თანადაფინანსება განხორციელდება სამი დამოუკიდებელი კომპონენტის ფარგლებში:

ა) მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში ბაღების კომპონენტი) – ბაღების კომპონენტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს მრავალწლოვანი კულტურების ბაღების გაშენების თანადაფინანსება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში;

მათ შორის – „კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტი“, რომელიც ითვალისწინებს კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისათვის საჭირო ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემის და სხვა საჭირო მასალების შეძენისა და მოწყობის ღირებულების 100% დაფინანსებას 0.15 ჰა-დან 0.5 ჰა-ს ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე.

ბ) სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში სანერგეების კომპონენტი) – ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების სახით სანერგე მეურნეობის მოსაწყობად ან არსებული მეურნეობის განსავითარებლად, რომელსაც გამოყავს უვირუსო ნერგი ;

გ) სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტი – სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტი ითვალისწინებს  პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას თანადაფინანსების სახით სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ან/და ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის მიზნით, როგორც არსებულ მრავალწლოვანი ხეხილის ბაღისთვის, ასევე გასაშენებელ ახალ მრავალწლოვან ხეხილის ბაღისთვის.

პროექტი მიზნად ისახავს:

1) საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტურ გამოყენებას მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, რის შედეგადაც განხორციელდება იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფის შესაძლებლობა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;

2) ადგილობრივი მაღალხარისხიანი, ფიტოსანიტარულად სუფთა სარგავი მასალების (ნერგების) წარმოების მხარდაჭერას, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება თანამედროვე ინტენსიური ბაღების გაშენებით დაინტერესებული პირებისათვის იმპორტირებულთან შედარებით იაფი სარგავი მასალების შეთავაზება. ეს ყოველივე კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი ბაღების გაშენებას და მეხილეობის სექტორის რაოდენობრივ და თვისობრივ გაუმჯობესებას.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

http://arda.gov.ge/projects/read/plant_future/2:parent

სოფლის განვითარების პროგრამა“, განმახორციელებელი – ევროკავშირის (EU) „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) დაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ააიპ „სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“.

პროგრამის მიზნებია

  1. სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტიმულირებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკურ დევერსიფიკაციას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
  2. გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევა და ბუნებრივი რესურსების ეფექტიანად გამოყენება.

პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალია შემდეგი მუნიციპალიტეტები: ქედა, ხულო, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო.

პროგრამა ითვალისწინებს იმ ბიზნეს საქმიანობების ფინანსურ მხარდაჭერას, რომლებიც ემსახურება შესაბამის მუნიციპალიტეტებში ეკონომიკური დივერსიფიკაციის მიზნების მიღწევას. თანადაფინანსების მოცულობა:

  • სააგენტოს თანადაფინანსება ერთ ბენეფიციარზე განსაზღვრულია არანაკლებ 20,000 და არაუმეტეს 340,000 ლარით, თუმცა პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილ თითოეულ პროექტზე არაუმეტეს 170,000 ლარით, რომელიც არ აღემატება წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 80%-ს.
  • განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტური პროექტებისთვის, რომლებიც ითვალისწინებს თერმულ იზოლაციას ან სითბო/სიცივის გენერირებას ძირითადად განახლებადი ენერგიების მეირ, დაფინანსდება შემდეგი პირობებით: სააგენტოს თანადაფინანსების მინიმალური ოდენობა შეადგენს 1,500 ლარს, ხოლო მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 30,000 ლარს, რომელიც არ აღემატება წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 80%-ს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

http://undp.arda.gov.ge/about

  • „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა“, განმახორციელებელი „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“ და

პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის  ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით. პროგრამის ამოცანაა რძის მცირე მწარმოებლებისთვის მდგრადობის და  მოქნილობის ხელშეწყობა.

პროგრამა ითვალისწინებს მერძევეობის მიმართულებით თანადაფინანსებას, როგორც ახალი საქმიანობის დაწყებას, ასევე არსებულის გაფართოებას/მოდერნიზებას/გადაიარაღებას. დასაშვებია მსხვილფეხა საქონლის სადაზღვევო პრემიის ან/და ძირითადი საშუალებების თანადაფინანსება შემდეგი მიმართულებით:

თანადაფინანსების პროგრამა:

  • რძის პირველადი წარმოება – პროცენტული წილი 80% თანადაფინანსება არაუმეტეს 26 000 ლარი
  • რძის შემგროვებელი პუნქტები პროცენტული წილი – 60%, თანადაფინანსება არაუმეტეს 137 000 ლარი
  • რძის შემგროვებელი პუნქტები (საზაფხულო) – პროცენტული წილი 80%, თანადაფინანსება არაუმეტეს 26 000 ლარი
  • რძის გადამამუშავებელი საწარმოები 1 ტონამდე წარმადობით – პროცენტული წილი 80%, თანადაფინანსება არაუმეტეს 39 000 ლარი
  • რძის გადამამუშავებელი საწარმოები 1-10 ტონამდე წარმადობით პროცენტული წილი – 40%, თანადაფინანსება არაუმეტეს 130 000 ლარი
  • პირუტყვის საკვების პირველადი წარმოება პროცენტული წილი – 60%, თანადაფინანსება არაუმეტეს 195 000 ლარი
  • ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება პროცენტული წილი – 80%, თანადაფინანსება არაუმეტეს 52 000 ლარი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

http://arda.gov.ge/projects/read/dairy_modernization_market/82:child

  • „მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა“, განმახორციელებელი „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“

პროგრამის მიზანია მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე (ნებისმიერი ტიპის მოსავლის ამღები ტექნიკა, როგორც თვითმავალი, ასევე მისაბმელი, გარდა ყურძნის მოსავლის ამღები ტექნიკისა) ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას, როგორც თვითმავალის, ასევე მისაბმელის.

სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე მარცვლეულის მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (კომბაინის) შემთხვევაში შეადგენს ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 150,000 ლარისა, ხოლო სხვა ტიპის მოსავლის ამღები (გარდა ყურძნისა) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში არაუმეტეს 50%-ს არაუმეტეს 150,000 ლარისა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

http://mechanization.arda.gov.ge/guest/about

  • „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა“, განმახორციელებელი „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“

პროგრამის მიზნები:

  • საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა;
  • როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია;
  • მოსახლეობის დასაქმება და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;
  • ჩაის პირველადი გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოების შექმნის ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის მიზნით განსახორციელებელი სამუშაოების ჩამონათვალი:

  • ჩაის პლანტაციის გაწმენდა (ხეებისგან, მეტალის და ბეტონის ნარჩენებისგან, უცხო საგნებისგან);
  • პლანტაციის მძიმე ან ნახევრადმძიმე გასხვლა;
  • სადრენაჟე არხის მოწყობა (სადრენაჟე არხის მოწყობა შესაძლებელია პლანტაციის მძიმე ან ნახევრად მძიმე გასხვლამდეც);
  • რიგთაშორის ნიადაგის დამუშავება/გაფხვიერება (ზედაპირული გაფხვიერება 15-20 სმ სიღრმეზე);
  • პირველ წელს სასუქების და სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების (მათ შორის ბიო) შესყიდვა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

http://arda.gov.ge/projects/read/project_scope/12:parent

  • „აგროდაზღვევა“, განმახორციელებელი „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“

პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტო აფორმებს ხელშეკრულებებს საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიცენზირებულ შესაბამის სადაზღვევო კომპანიებთან, აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე ახდენს სადაზღვევო პრემიის სუბსიდირებას და მათ მონიტორინგს.

პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო  რისკებს:

  • სეტყვა
  • წყალდიდობა
  • ქარიშხალი
  • საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის) – 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5 ჰა -მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 30 ჰა (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის). თითოეული დამზღვევი 70% -იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 50% -ს (სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ერთ დამზღვევზე/მოსარგებლეზე გადასახდელი პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს). ამასთან, დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად. პროგრამის მიხედვით განსაზღვრული იქნება ფიქსირებული სადაზღვევო ტარიფი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

http://arda.gov.ge/projects/read/agroinsurance/4:parent

  • „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი“, განმახორციელებელი „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“

პროექტი მოიცავს ორ კომპონენტს :

  1. გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი.
  2. შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტი.

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შესაძლებელია შემდეგი წყაროების გამოყენებით :

  • სააგენტოს თანადაფინანსება – პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%, მაგრამ არაუმეტეს 600 000 ლარისა.
  • შეღავათიანი კრედიტი/ლიზინგი – არაუმეტეს 1 500 000 ლარისა;
  • ბენეფიციარის საკუთარი თანამონაწილეობა ან/და პროექტის დაფინანსების ალტერნატიული ფინანსური წყარო.

თანადაფინანსების სპეციალური პირობები ვრცელდება იმ პროექტებზე, რომლებიც განხორციელდება მაღალმთიანი დასახლებებისა და გაყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ნუსხით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან/და რომელსაც განახორციელებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. აღნიშნულ შემთხვევაში სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრება პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 60%-ით თუმცა არაუმეტეს 600,000 ლარისა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

http://enterprise.arda.gov.ge/guest/about

  • „გრანტები და პროექტები სასოფლო სამეურნეო რეგისტრირებულ კოოპერატივებისთვის“, განმახორციელებელი „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“
  1. თაფლისა და რძის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება 70%-ით შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ● გორი, ● ახალქალაქი, ● დმანისი და ● დუშეთი.
  2. მევენახეობისა და მერძევეობის დარგის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა – თანადაფინანსება 90%, 150 000 – 500 000 ლარის ლიმიტებში.
  3. მაღალმთიან რეგიონებში გათვალისწინებულია კოოპერატივებისთვის დამატებით 5%-ის თანადაფინანსება;
  4. სოფლის მეურნეობის ყველა მიმდინარე სახელმწიფო პროგრამაში გათვალისწინებულია კოოპერატივებისთვის დამატებით 10%-ის თანადაფინანსება.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

http://cooperatives.arda.gov.ge/

საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომელიც მცირე, საშუალოდ და მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებას ისახავს მიზნად. პროგრამა გულისხმობს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ფაქტობრივად თითოეული ეტაპის სუბსიდირებას ან თანადაფინანსებას, მათ შორის გათვალისწინებულია სუბსიდირების პროგრამა დიზელის საწვავის შესაძენად, ასევე, სუბსიდირება ქიმიკატების შესაძენად, სუბსიდირება მცირემიწიანი ფერმერებისთვის მიწების დასამუშავებლად და სხვა. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს რამდენიმე უკვე არსებული პროგრამის დაფინანსებების გაფართოებას.

  • მცირემიწიანი ფერმერების დახმარება – პროგრამა დაიწყება 20 მაისიდან, განმახორციელებელი „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“
  • 25 ჰექტრიდან – 10 ჰექტრამდე რეგისტრირებული მიწის მესაკუთრეებისთვის სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების სუბსიდირება – 1 ჰექტარ მიწაზე, ფერმერები 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ;
  • თანადაფინანსება საქონლისა და მომსახურების შესაძენად – სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; სათესლე და სარგავი მასალები; აგროტექნიკური სამუშაოების მომსახურება (1.25 ჰა-დან – 10 ჰა-მდე მიწის ნაკვეთის მფლობელებისთვის).

დამატებითი ინფორმაცია 20 მაისიდან იხილეთ:

http://arda.gov.ge/

  • იაფი დიზელი ფერმერებს – პროგრამა დაიწყება 20 მაისიდან, განმახორციელებელი „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“
  • დიზელის საწვავი შეღავათიან ფასად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელებს;
  • 25 ჰა-დან 100 ჰა-ს ჩათვლით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მფლობელებს – აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავი ბაზარზე არსებულ ფასზე დაახლოებით 1 ლარით იაფად 1 ლიტრი;
  • ლიმიტი 1 ჰა-ზე 150 ლიტრი.

დამატებითი ინფორმაცია 20 მაისიდან იხილეთ:

http://arda.gov.ge/

  • სამელიორაციო მომსახურების ღირებულების განულება, განმახორციელებელი „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“
  • 42 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სრულად ჩამოეწერება მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების დავალიანება 8 მლნ. ლარამდე;
  • 42 000 ფიზიკური და იურიდიული პირი 2020 წელს სრულად გათავისუფლდება 10 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან. ფერმერებს ჩამოეწერებათ 5 მლნ. ლარის გადასახადი.
  • 42 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს ჯამურად ჩამოეწერება 13 მლნ. ლარამდე გადასახადი.

დამატებითი ინფორმაცია 20 მაისიდან იხილეთ:

http://arda.gov.ge/

  • 50%-იანი გრანტი აგროწარმოებისთვის – პროგრამა დაიწყება 20 მაისიდან, განმახორციელებელი „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“

50,000 ლარამდე ფარგლებში (ჯამური ღირებულებით) დაფინანსდება:

  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის თანადაფინანსება 50%;
  • ახალი სასათბურე მეურნეობის მოწყობის ან/და არსებული სასათბურე მეურნეობის მოდერნიზაციის თანადაფინანსება 50%;
  • ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვა/მონტაჟის თანადაფინანსება 50%.

დამატებითი ინფორმაცია 20 მაისიდან იხილეთ:

http://arda.gov.ge/

  • 50%-იანი გრანტი სარწყავი სისტემებისთვის, განმახორციელებელი „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“

პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში გარდა არსებული შეღავათებისა, შესაძლებელი ხდება:

  • მრავალწლოვანი კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვა/მონტაჟის თანადაფინანსება;
  • 1 ჰა-ზე არაუმეტეს 2 500 ლარი თანადაფინანსება 50%;

დამატებითი ინფორმაცია 20 მაისიდან იხილეთ:

http://arda.gov.ge/

  • ახალი საბანკო შეღავათები აგროწარმოებისთვის, განმახორციელებელი „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“
  • საბრუნავი საშუალებების კომპონენტი – 5 000 ლარი – 100 000 ლარი, სრული თანადაფინანსება – 17 %, თანადაფინანსების პერიოდი – 6 თვე.
  • ძირითადი საშუალებების და ლიზინგის კომპონენტი – 20 000 ლარი – 1 500 000 ლარი, თანადაფინანსება – 11-12 %; თანადაფინანსების პერიოდი – 48 თვე.
  • სასურსათო მრეწველობის ხელშეწყობის კომპონენტი – 1 500 001 ლარი – 5 000 000 ლარი, თანადაფინანსება – 10%, თანადაფინანსების პერიოდი – 24 თვე.

დამატებითი ინფორმაცია 20 მაისიდან იხილეთ:

http://arda.gov.ge/

  • საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, განმახორციელებელი „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“
  • სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიმართულებით თანადაფინანსება – თანადაფინანსების წილი 50%, მაქსიმუმ 15,000 ლარი, კოოპერატივების თანადაფინანსება წილი – 90%, მაქსიმუმ 25,000 ლარი.
  • დახმარება კოოპერატივებს ბუღალტრული მომსახურების მიღებისთვის – თანადაფინანსების წილი 50%, მაქსიმუმ 15,000 ლარი, კოოპერატივების თანადაფინანსება წილი – 90%, მაქსიმუმ 25,000 ლარი.
  • კოოპერატივებისათვის აღჭურვილობა/დანადგარების დაფინანსება – თანადაფინანსების წილი 50%, მაქსიმუმ 15,000 ლარი, კოოპერატივების თანადაფინანსება წილი – 90%, მაქსიმუმ 25,000 ლარი.

დამატებითი ინფორმაცია 20 მაისიდან იხილეთ:

http://arda.gov.ge/