2017 წლის გაზაფხულზე, ჩვენმა კომპანიამ თანამშრომლობა დაამყარა თურქული სანერგე „ბადემლი“-თან. კომპანიის წარმომადგენელი იმყოფებოდა ჩასული თურქეთში და თვალნათლის დარწმუნდა „ბადემლი“-ს მიერ წარმოებული ხეხილისა და კენკროვანების საწარმოო პროცესის გამართულობაში. ნერგის წარმოება მიმდინარეობდა „ინვიტრო“ ტექნოლოგიით. ნერგების გახარება და მომდევნო განვითარების ხარისხი იყო საუკეთესო, აკმაყოფილებდა ევრო-კავშირის სტანდარტებს. სანერგე და მასში მიმდინარე პროცესები დაჯილდოვებულია ISO და Global GAP-ის სერტიფიკატებით.
2017 წლის აპრილში შესყიდული იყო ბლის, ალუბლის, ქლიავის, მაშლატამას, გარგარის, ატმის, ხურმის ლეღვის, ნუშის, კომშის, ბროწეულის, მაყვლის, ჟოლოს 1 წლიანი ნამყენი უვირუსო ნერგები და ლაბორატორიაში გამოყვანილი საძირეები: Mirobolan B, Brokforest 1, Brokforest 2 და GF 677. ნერგები გადაეცათ პროექტის ფარგლებში შექმნილ სანერგეებს: ინდ.მეწარმე „ვაჟა რუაძე“-ს და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი :გილე“ გურჯაანში, ინდ.მეწარმე „ისაბალ სოლოღაშვილ“-სა და ინდ.მეწარმე „დავიდ ახალბედაშვილ“-ს ყვარელში.