ფილმი შემუშავებულია „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ პროექტის ფარგლებში და განკუთვნილია მესაქონლეობის დარგში მომუშავე დამწყებ და მოქმედ ფერმერებისათვის.
სასწავლო ფილმი გადაღებულია „აგრო-სერვის კონსალტინგ“ მიერ ჩატარებული ტრენინგების პროცესში, რომელიც ჩატარდა დარგში დასაქმებულ ფერმერთათვის, მესაქონლეობის დარგის კონსულტანტებისა და „სოფლის განვითარების სააგენტოს“ რეგიონალური სამსახურის თანამშრომლებისათვის. ტრენინგები მოიცავდა საქართველოში არსებულ 5 თანამედროვე ინდუსტრიულ ფერმაში ჩატარებული პრაქტიკულ სასწავლო კურსსა და თეორიული სწავლების კომპონენტს მესაქონლეობის ფერმის მშენებლობისა და მასში დასანერგი ტექნოლოგიური პროცესების მართვის შესახებ.
სასწავლო ფილმის შექმნის საჭიროება დღეისათვის საქართველოში მესაქონლეობის სფეროში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე დადგა. კერძოდ, ფერმერთა დიდ ნაწილს არ აქვს წვდომა შესაბამის საგანმანათლებლო ლიტერატურასა და ზოგადად ინფორმაციაზე.
სასწავლო ფილმისა და ჩატარებული ტრენინგების მიზანს წარმოადგენდა – ფერმერთათვის ინფორმაციის მიწოდება, რათა მათ სწორად დაგეგმონ თანამედროვე მესაქონლეობის ფერმის დაარსება (მშენებლობა), ან უკვე არსებულის მოდერნიზება და ამ პროცესში გამოირიცხოს შეცდომები, რომელიც შემდგომში ფერმის ეფექტიანობას შეამცირებს ან რომელთა გამოსწორება ძალზედ ძვირადღირებულია.
აგრო-სერვის კონსალტინგის გუნდი მადლობას უხდის პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ განმახორციელებელ ამერიკულ საერთაშორისო ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37-ის და მის პარტნიორს საქართველოს ფერმერთა ასოციაციას, რომელიც ფინანსდება ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ.