HEKS/EPER-ს მიერ დაფინანსებული პროექტი “მეხილეობის განვითარება კახეთის რეგიონში“

ოქტომბერი 11, 2019

HEKS/EPER-ს მიერ დაფინანსებული პროექტი “მეხილეობის განვითარება კახეთის რეგიონში“

HEKS/EPER-ს მიერ დაფინანსებული პროექტის “მეხილეობის განვითარება კახეთის რეგიონში“, 2019 წლის 10 ოქტომბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „გილე“-ს უეკლო მაყვლის სადემონსტრაციო ბაღსა და სანერგეში ჩატარდა „ფერმერთა დღე“. ესწრებოდნენ კახეთის, იმერეთის და შიდა ქართლის კენკროვანების მწარმოებელი 18 ფერმერი, ხილის შემსყიდველი 1 საწარმოს წარმომადგენელი, მუნიციპალიტეტის საკონსულტაციო სამსახურის 1 წარმომადგენელი.

„ფერმერთა დღის“ მსვლელობისას, პროექტის თანამშრომლები მოუყვნენ დამსწრე საზოგადოებას 3 წლის განმავლობაში პროექტის მსვლელობისას ჩატარებული საქმიანობების შესახებ; ხოლო პროექტის კონსულტანტმა განმარტებები შეიტანა პროექტის ფარგლებში გამოყვანილი კენკროვანების ნერგების და თანამედროვე ახალი ჯიშების უპირატესობების შესახებ. კონსულტანტმა ამომწურავი პასუხები გასცა დაინტერესებული ფერმერების მიერ დასმულ ყველა კითხვას.

დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ უეკლო მაყვლისა და ჟოლოს სხვადასხვა ჯიშების სადემონსტრაციო ბაღი და სანერგე. კონსულტანტის მიერ ნაჩვენები იყო უცხოეთიდან შემოტანილი მაყვლის საშემოდგომო სხვლის და დაკალმების პროცესები; პრაქტიკულად ჩაატარებინა აღნიშნული პროცესები დამსწრე ფერმერებს.

ფერმერებს დაურიგდათ პროექტის ამსახველი საინფორმაციო მასალების და პროექტის ფარგლებში გაშენებულ ბაღებსა და სანერგეებში არსებული ხეხილის და კენკროვანების ნერგების ჯიშების კატალოგი.