ი.მ. „ისაბალ სოლოღაშვილი“-ს სადემონსტრაციო ბაღსა და სანერგეში ჩატარებული „ფერმერთა დღე“.

სექტემბერი 21, 2019

ი.მ. „ისაბალ სოლოღაშვილი“-ს სადემონსტრაციო ბაღსა და სანერგეში ჩატარებული „ფერმერთა დღე“.

HEKS/EPER-ს მიერ დაფინანსებული პროექტის “მეხილეობის განვითარება კახეთის რეგიონში“, 2019 წლის 21 სექტემბერს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში, პროექტის სანერგეში ჩატარდა „ფერმერთა დღე“. ესწრებოდნენ ადგილობრივი ხილის მწარმოებელი ფერმერები, ხილის შემსყიდველი საწარმოების წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აზერბაიჯანიდან მეხილეობის განვითარებით დაინტერესებული სტუმრების დასწრება, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს ითანამშრომლონ პროექტის სანერგეებთან და სანერგეებში გამოყვანილი სხვადასხვა ჯიშებისა და სახეობების ხილისა და კენკროვანების ნერგები გაავრცელონ თავიანთ ქვეყანაში.

„ფერმერთა დღის“ მსვლელობისას, პროექტის თანამშრომლები მოუყვნენ დამსწრე საზოგადოებას 3 წლის განმავლობაში პროექტის მსვლელობისას ჩატარებული საქმიანობების შესახებ; ხოლო პროექტის კონსულტანტმა განმარტებები შეიტანა პროექტის ფარგლებში გამოყვანილი ხეხილის და კენკროვანების ნამყენი ნერგების უპირატესობების შესახებ. კონსულტანტმა ამომწურავი პასუხები გასცა დაინტერესებული ფერმერების მიერ დასმულ ყველა კითხვას.

დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სხვადასხვა ხილის სადემონსტრაციო ბაღი და სანერგე. კონსულტანტის მიერ ნაჩვენები იყო უცხოეთიდან შემოტანილი უვირუსო საძირეები და მყნობის პროცესის სხვადასხვა მეთოდი.

ფერმერებს დაურიგდათ პროექტის ამსახველი საინფორმაციო მასალების და პროექტის ფარგლებში გაშენებულ ბაღებსა და სანერგეებში არსებული ხეხილის და კენკროვანების ნერგების ჯიშების კატალოგი.