2018 წლის ივლისის ბოლოს პროექტის თანამშრომლები, პროექტის მიერ დაფინანსებული სანერგეების წარმომადგენლები და პროექტის კოორდინატორი (დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი) იმყოფებოდნენ საფრანგეთში მეხილეობის დარგის განვითარებისა და სანერგე მეურნეობებში ევროკავშირის სტანდარტების შესწავლისა და დანერგვის მიზნით.
ვიზიტის პერიოდში სასწავლო-სამუშაო გასვლითი შეხვედრა შედგა ხეხილის და კენკროვანი კულტურების 3 სანერგე მეურნეობაში:
- “Alain Bosc BIERNE; 4 rue de l’eglise; 91490 oncy sur ecole“ – ხეხილის სანერგე და ბაღი,
- “Pepiniere du Poin du jour Francoise; Bougnoux 77510 Verdelot“ – ხეხილის სანერგე და ბაღი,
- “Champlain Marie et thibault Saussier RN 4-la croix Saint Nicolas; 94510 la queue en brie“ – კენკროვანების სანერგე და ბაღი.
ფრანგმა კოლეგებმა წარმოგვიდგინეს პრეზენტაციები თანამედროვე სანერგე მეურნეობის შესახებ (ევროკავშირის სტანდარტები და სანერგე მეურნეობების მოწყობის პრინციპები, საძირეების მიმოხილვა, მყნობი მეთოდიკის შესწავლა, თანამედროვე ხეხილის ჯიშების მიმოხილვა) და ჩაგვიტარეს მყნობის და გასხვლის პრინციპების პრაქტიკული ჩვენებები.
პროექტით დაფინანსებული სანერგეების წარმომადგენლების მხრიდან დაისახა მომდევნო თანამშრომლობის ინტერესების გამოხატვა ხილის ახალი სახეობების და თანამედროვე, ბაზარზე მოთხოვნადი ჯიშების თაობაზე.