პროექტის სახელწოდება: მეხილეობის განვითარება კახეთის რეგიონში
ფოკუს-ჯგუფის შეხვედრის ანგარიში
შეხვედრის თემატიკა: მეკენკრეობით დაკავებულ ფერმერთა და კენკრით ბითუმად მოვაჭრეებთან თანამშრომლობის შესაძლებლობის შეფასება მყარი სავაჭრო კავშირების დამყარების მოზნით.
შეხვედრის დამსწრეები: ფოკუს-ჯგუფის შეხვედრას დაესწრო 14 კენკრის წარმოებით დაკავებული ფერმერი (ძირითადად მარწყვის და მაყვლის მწარმოებლები)და 1 მეკენკრეობის ასოციაციის წარმომადგენელი (მათ შორის 5 ქალი)
შეხვედრის მოდერატორი: ი. ჯავახიშვილი
შეხვედრის პროცესში განხილული საკითხები:
- რამდენად არის კენკრის მწარმოებელთა შორის ინტერესი ბითუმად მოვაჭრეებთან მყარი კავშირების დამყარებაზე;
- კენკრის მწარმოებელ ფერმერების მოლოდინები და მოთხოვნები თანამშრომლობასთან მიმართებით;
- პროდუქციის სავარაუდო მოცულობები;
- პროდუქციის სტაბილურად მიწოდების პერიოდი და ხანგრძლივობა;
- პროდუქციის დახარისხების და დაფასოების შესაძლებლობები.
ფერერთა მოსაზრებები:
პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფერმერთა უმრავლესობას გათვითცნობიერებული აქვს ის ფაქტი, რომ იმ მეთოდებით, რომლებითაც ისინი დღემდე ახორციელებდნენ თავისი პროდუქციის რეალიზაციას, ისინი ვერ უზრუნველყოფენ რეალიზაციის სტაბილურობას და განიცდიან დანაკარგებს. აქედან გამომდინარე, შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია.
ფერმერების მიერ გამოხატული იყო შემდეგი მოსაზრებები:
- რეალურია შეუფერხებელი და გარანტირებული მარწყვის მოწდება 3-4 კვირის განმავლობაში (დღეში მინიმუმ 2 ტონა).
- შესაძლებელია პროდუქციის ერთჯერად კონტეინერებში ჩაკრეფა და კრეფის დროს დახარისხება. მართალია აქ წამოიშვა შემდეგი პრობლემა – საჭიროა ერთჯერადი ტარის სახის და მოწოდების შესაძლებლობების დაზუსტება და ბითუმად მოვაჭრეებთან შეთანხმება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ასეთ ტარაში ჩაკრეფა და დახარისხება უფრო ძვირი ჯდება და რამდენად თანახმა იქნებიან ბითუმად მოვაჭრეები ფასის დანამატზე. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სავაჭრო პარტნიორებან მოლაპარაკების შემთხვევაში, შესაძლებელია მათთვის მხოლოდ დილის საათებში დაკრეფილი ნაყოფის მიწოდება (რაც ახანგრძლივებს რეალიზაციის პერიოდს) და ერთ ადგილზე კონსოლიდაცია.
- გადასაწყვეტია ლოგისტიკური ინგრასტრუქტურის პრობლემები: ადგილი და დასაფასოებელი საშუალებები, რომლის გარკვევა დაეკისრა “აგროსერვისს”;
- გასათვალისწინებელია ბითუმად მოვაჭრეების მხრიდან დასაფასოებელი საშუალებების (განსაკუთრებით ეს ეხება ყუთებს) უკან დაბრუნების საკითხი. ასევე გამოიხატა აზრი იმის შესახებ, რომ გაირკვეს ბითუმად მოვაჭრეთა თანამონაწილეობის საკითხი თანამედროვე ტარის შეძენასთან დაკავშირებით.
კენკრის მწარმოებელთა უმრავლესობამ გამოხატა მზაობა გაითვალსწინოს ბითუმად მოვაჭრეების სხვა და სხვა მოთხოვნები პროდუქციის დაფასოებასთან დაკავშირებით, მაგალითად განსხვავებული დაფასოება სავაჭრო ქსელის დისტრიბუტორებისათვის და საკოლმეურნეო ბაზრებისათვის. აქვე განსაკუთრებით აღინიშნა ის იდეა, რომ სასურველი იქნებოდა ამ პროდუქციის ნიშანდება და საერთო ლოგის ქვეშ რეალიზაცია.
ამასთან ერთად, მაყვლის მწარმოებელ ფერმერებისაგან შემოვიდა წინადადაება იმის შესახებ, რომ თუ მაყვლის მიწოდების საკითხი იქნება გადაწყვეტილი ბითუმად მოვაჭრეებთან, ისინი მზად არიან ჩართონ არა მხოლოდ კახეთში არსებული მაყვლის მწარმოებელები, არამედ სხვა ასოციაციის წევრებიც, რათა გაახანგრძლივონ პროდუქციის მიწოდების პროცესი.
ზოგადი დასკვნები:
შეხვედრის შედეგებიდან გამომდინარე შესაძლებელია შემდეგი დასკვნების გაკეთება:
- კენკრის მწარმოებლებ შორის უკვე იჩენს თავს მოთხვნა პროდუქციის რეალიზაციის თანამედროვე მეთოდების დანერგვასთან დაკავშირებით;
- კენკრის მწარმოებელ ფერმერთა უმრავლესობას ჯერ არ აქვს კარგად წარმოდგენილი პროდუქციის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად რეალიზაციის პროცესი და სჭირდებათ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ამ საკითხებთან დაკავშირებით;
- ფერმერებს სჭირდებათ მხარდაჭერა რეალიზაციის სიტემის ჩამოყალიბების და შემდგომი მართვის საკითხებში.
საჭიროა შეხვედრის მოწყობა კენკრის დისტრიბუტორებთან, რათა შესაძლებელი გახდეს ფერმერთა და ბითუმად მოვაჭრეთა ინტერესების გათვალისწინებით თანამშრომლობის ეფექტური სქემის შედგენა.
შეხვედრის დამსწრე კენკროვანების მწარმოებელმა ფერმერებმა მზაობა გამოხატეს და ხელმოწერით დაადასტურეს ურთიერთშეთანხმება – წარმოებული პროდუქციის ერთობლივად რეალიზების პირობების შესახებ (თან ერთვის ანგარიშს)
შეხვედრის მოდერატორი:
ი. ჯავახიშვილი