პროექტი “MOLI კახეთში” ხორციელდებოდა HEKS/EPER სამხრეთ კავკასიაში წარმომადგენლობის მიერ, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით 2012-2018 წლებში. პროექტი მიზნად ისახავდა მეცხოველეობის დარგში საბაზრო სისტემების განვითარების ხელშეწყობას, მცირე ფერმერთა საარსებო პირობების გაუმჯობესებასა და მათი შემოსავლების ზრდას.
პროექტის განხორციელების შედეგად განვითარდა და საშუალოდ 70-ჯერ გაიზარდა ცხოველის კომბინირებული საკვების წარმოება/რეალიზაცია; რძის გადამამუშავებელი საწარმოების ტექნიკური გადაიარაღებისა და მიღებული ცოდნის შედეგად გაიზარდა რძის გადამამუშავებელი პუნქტების სარეალიზაციო ბაზრების მოცულობა და მოიცვა 120 სავაჭრო ობიექტი და 6 სავაჭრო ქსელი; 300-დან 1300-მდე გაიზარდა რძის გადამამუშავებელ საწარმოებში რძის ჩამბარებელ ფერმერთა რიცხვი; სასაკლაოები, სპეციალური მანქანა-მაცივრების საშუალებით უკვე დედაქალაქის 3 სავაჭრო ქსელს ამარაგებენ ახალი და ხარისხიანი ხორცით; კახეთში არსებული 35 ვეტ-აფთიაქი აღიჭურვა ყველა საჭირო დანადგარით, აპარატურითა და ტექნიკით, რამაც შესაძლებელი გახადა ისეთი მომსახურების მიწოდება, როგორიცაა ულტრაბგერითი გამოკვლევები და ხელოვნური განაყოფიერება; კვალიფიკაცია აიმაღლეს და თანამედროვე ტექნოლოგიებს ეზიარნენ ვეტერინარები, რომლებიც კვალიფიციურ კონსულტაციებს უწევენ ადგილობრივ ფერმერებს; მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ასოციაციის “საქრძე” “ევროპის მერძევეთა ასოციაციაში” გასაწევრიანებლად, რაც დარგის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მომავალში; აგრო სფეროში მომუშავე ჟურნალისტების გასაძლიერებლად ჩამოყალიბდა აგროჟურნალისტთა ასოციაცია.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://moli.ge/ka/