პროექტის პარტნიორი სანერგე

სექტემბერი 1, 2018

პროექტის პარტნიორი სანერგე

სანერგე მეურნეობა Bademli არის კოოპერატივი, რომელის დაარსდა 1968 წელს თურქეთის კომერციული კანონმდებლობის შესაბამისად, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა საუკუნეების მანძილზე აწარმოებდა ხეხილისა და დეკორატიული მცენარეების სარგავი მასალის ნერგებს. 1975 წლიდან კოოპერატივის წევრები განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებენ ხეხილის ნერგების წარმოებას და ოჯახური ტრადიციული საქმიანობა აქციეს შემოსავლების მომტან ბიზნესად. დროთა განმავლობაში კოოპერატივი გახდა წამყვანი სანერგე თურქეთის Ödemiş რეგიონში. მათ მიერ წარმოებული ნერგებით ბაღები შენდება როგორც თავიათ ქვეყანაში, ასევე ევროპაში, სირიასა და აზიაში. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ უკანასკნელი 15-18 წლის განმავლობაში წარმოებული ნერგების 65%-ზე მეტი ექსპორტზე გადის. ნერგების წარმოების პროცესი არის სტანდარტიზირებული, სანერგეს აქვს მინიჭებული ჯილდოები ხარისხიანი ნერგის წარმოების თვალსაზრისით და თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლიცენზია საქმიანობის წარმართვაზე.

ნერგების წარმოების და საკუთარი ბაღების ზრდასთან ერთად კოოპერატივმა დაიწყო ზრუნვა ხილის შენახვისა და გადამუშავების საკითხებზე. დღეისათვის კოოპერატივი აწარმოებს წვენებს, ხილფაფებს, მურაბებს, ჩირს, ზეითუნის ზეთსა და სხვა პროდუქციას. ასევე კოოპერატივის წევრები დაკავებულნი არიან მეცხოველეობით და კერძოდ რძის ნაწარმის წარმოებით.

ამსახველი ფოტოები იხილეთ აქ: სრულად ნახვა