თურქული სანერგე „ბადემლი“-თან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის საფუძველზე, ერთობლივად შეირჩა და 2018 წლის მაისში პროექტის მიერ თურქეთიდან შემოტანილი იქნა სხვადასხვა ხილის სამყნობად მისადეგარი ინვიტრო ტექნოლოგიით გამოყვანილი და მავნებლებისაგან გაწმენდილი სერტიფიცირებული საძირეები: Mirobolan B, Brokforest, Garmen. ნერგები განთავსებული იყო 60 და 70 განყოფილებიან კასეტებში.
საძირეები გადაეცა პროექტის მიერ მიერ დაფუძნებულ სანერგეებს: ინდ.მეწარმე „ვაჟა რუაძე“-ს გურჯაანში, ინდ.მეწარმე „ისაბალ სოლოღაშვილ“-სა და ინდ.მეწარმე „დავიდ ახალბედაშვილ“-ს ყვარელში. გადაცემიდან 3-5 დღის სამივე სანერგეს მიერ საძირეები გადატანილი აქვთ წინასწარ მომზადებულ ნაკვეთებში.