ჩვენი სანერგეები “დანერგე მომავალის” საიმედო პარტნიორებია

ოქტომბერი 25, 2018

ჩვენი სანერგეები “დანერგე მომავალის” საიმედო პარტნიორებია

პროექტი „დანერგე მომავალი“ ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მას ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.

თანადაფინანსება განხორციელდება ორი დამოუკიდებელი კომპონენტის ფარგლებში:

ა) მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში ბაღების კომპონენტი);
ბ) სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი (შემდგომში სანერგეების კომპონენტი);
პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია ისარგებლოს პროგრამის ორივე კომპონენტით დადგენილი წესებითა და პირობებით.

ბაღების კომპონენტი ითვალისწინებს მრავალწლიანი კულტურების ახალი ბაღების გასაშენებლად პოტენციური ბენეფიციარებისათვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას.

ჩვენი პროექტის სანერგეები რეგისტრირებულნი არიან ნერგების მიმწოდებელთა “დანერგე მომავალის” პროგრამის ფარგლებში შერჩეულ ადგილობრივ კვალიფიციურ სანერგე მეურნეობების ნუსხაში:
# 21 – რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი :გილე”
# 32 – ინდ.მეწარმე “დავით ახალბედაშვილი”
# 66 – ინდ.მეწარმე “ვაჟა რუაძე”
# 69 – ინდ.მეწარმე “ისაბალ სოლოღაშვილი”

დამატებით ინფორმაცია იხილეთ: 👇👇👇👇

http://apma.ge/projects/read/plant_future/51:child