განცხადება

სექტემბერი 24, 2019

განცხადება

UNDP-ის „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლებისა და ტრენინგის (VET) სისტემის მოდერნიზაცია (VET Phase 2)“ პროგრამის ფარგლებში და მისი დაფინანსებით – ”ა(ა)იპ „აგრო-სერვის კონსალტინგი“ და პროფესიული კოლეჯი ,,ფერმერთა სკოლა“ აცხადებს მიღებას პროგრამაზე: კენკროვანი (უეკლო მაყვალი, ჟოლო) კულტურების წარმოება.

პროგრამა მოიცავს თეორიული სწავლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გადამზადების კურსს. თეორიული სწავლება ჩატარდება პროფესიული კოლეჯი ,,ფერმერთა სკოლა“-ის ბაზაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ხოლო პრაქტიკული – კოოპერატივი „გილე“-ს კენკროვანების სასწავლო-სადემონსტრაციო ბაღების ბაზაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში. პროგრამაზე სწავლა, სასწავლო სახელმძღვანელო და დამატებითი მასალები უფასოა. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 10 თვეს.

პროგრამის მონაწილედ ჩასარიცხად დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ საჭირო დოკუმენტაცია შემდეგ ელ-მისამართზე: ilagoshvili@gmail.com ან პირდაპირ მიიტანოთ კოლეჯში შემდეგ მისამართზე: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ნინოწმინდა, პროფესიული კოლეჯი ,,ფერმერთა სკოლა“ არაუგვიანეს 2019 წლის 15 ოქტომბრისა:

ა) განცხადება (დაიწერება ადგილზე);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

სასწავლო პროცესი დაიწყება 2019 წლის 20 ოქტომბრიდან.

მისამართი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ნინოწმინდა, პროფესიული კოლეჯი ,,ფერმერთა სკოლა“.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 📞 595 96 79 19: 599 07 99 57; 599 72 89 80.