სასწავლო პროცესში სიახლეებია!!!

მაისი 15, 2020

სასწავლო პროცესში სიახლეებია!!!

Covid-19-ს გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარების და დისტანციურ მართვაზე გადაყვანილი ყველა სახელმწიფო და არასამთავრობო პროექტების მართვის გამო, მოგვიწია ჩვენი პროექტის “კენკროვანი კულტურების (უეკლო მაყვლის და ჟოლოს) წარმოება“ ფარგლებში მიმდინარე პრაქტიკული სწავლების შეჩერება. ამავდროულად, გაეროსთან შეთანხმებით, გადაწყვეტილება მივიღეთ ჩაგვეწერა პრაქტიკული სწავლების საკითხების ვიდეო-გაკვეთილები.

ვიდეო გაკვეთილები მომზადებულია „აგრო-სერვის კონსალტინგის“ და პროფესიული კოლეჯი “ფერმერთა სკოლის“ მიერ – გაეროს, შვეიცარიის განვითრების სააგენტოსა და საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზების“ პროგრამის მე-2 ფაზის ფარგლებში.

სასწავლო პროგრამა “კენკროვანი კულტურების (უეკლო მაყვლის და ჟოლოს) წარმოება“  მიზნად ისახავს – კენკროვანი კულტურების მწარმოებელი ფერმერების და კონსულტანტებისათვის მოდულური სასწავლო პროგრამის შედგენასა და მის ადაპტირებას  მსმენელთა პოტენციალსა და საჭიროებებზე.