პროექტი „მეხილეობის განვითარება კახეთის რეგიონში“ ითვალისწინებს ტექნიკური დახმარების კომპონენტს, რომლის ფარგლებში ტარდება ტრეინინგები აგრარული დარგის კონსულტანტებისათვის და კახეთის რეგიონის ფერმერებისათვის აგრო-ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის საკითხებში.
2017-2018 წლებში კონსულტანტების გადამზადების ტრეინინგებში (ToT) მონაწილეობა მიიღო 24 სპეციალისტმა, მათ შორის იყვნენ: სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო სამსახურის სპეცისტები, ფერმერთა მომსახურების ცენტრების აგრონომები და მცენარეთა დაცვის სპეციალისტები, კერძო კომპანიების აგრონომ-კონსულტანტები.
2018 წლის 11 აგვისტოს, „თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მეხილეობის განვითარებისა და მართვის საკითხებში“ გადამზადების სრული კურსი წარმატების გავლის შემდგომ, 11 კონსულტანტს გადაეცა სერტიფიკატები. სერტიფიკატების საზეიმო ცერემონიაზე ყვარლის მერმა როსტომ სესიაშვილმა გამოხატა მხარდაჭერა მსგავსი პროექტების განვითარების ხელშეწყობაზე. აღნიშნა, რომ: „პროექტები, როგორიცაა „მეხილეობის განვითარება კახეთის რეგიონში”, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის. ამ პროექტების განხორციელება განაპირობებს რეგიონში ეკონომიკის განვითარების ზრდას“