HEKS/EPER-ის შვეიცარიის წარმომადგენლის ვიზიტი

ივნისი 14, 2018

HEKS/EPER-ის შვეიცარიის წარმომადგენლის ვიზიტი

2018 წლის ივნისში პროექტის მსვლელობის გასაცნობად, საქართველოში ჩამოვიდნენ შვეიცარიული კომპანია HEKS/EPER-ის წარმომდგენლები. ქ. ყვარლის გამგეობაში, 14 ივნისს სამუშაო შეხვედრა შედგა ქალაქის მერთან როსტომ სესიაშვილთან. საუბარი შეეხო პროექტის მსვლელობას და დაიგეგმა პროექტის ბოლომდე ჩასატარებელი საქმიანობები. მერმა აღნიშნა პროექტის ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა, ისაუბრა მინუციპალიტეტის განვითარების გეგმებზე.

ამავე უცხოელ სტუმრებთან ერთად, კვირის განმავლობაში, ჩატარდა პროექტის მიზნობრივი ჯგუფის წევრების ხეხილისა და კენკროვანების 3 სადედე ბაღის და სანერგის მონიტორინგი. შვეიცარიელი კოლეგების მიერ პროექტის მიმდინარეობა დადებითად შეფასდა. მათ მიერ აღინიშნა პროექტის თანამშრომლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მჭიდრო თანამშრომლობის პოზიტიური მხარეების და მნიშვნელობის შესახებ.