ი/მ დავით ახალბედაშვილის მეურნეობა წარმოადგენს ოჯახურ მეურნეობას, რომლის სპეციალიზაციაც გახლავთ კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების წარმოება.
ინდივიდუალური მეწარმე „დავიდ ახალბედაშვილის“ სანერგე მეურნეობა განლაგებულია ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალსოფელის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობებზე, ქ. ყვარელიდან დაშორებული 20 კმ-ით.
სანერგე მეურნეობა მოიცავს სხვადასხვა ხეხილის, კენკროვანებისა და თხილის სადედე ბაღების და სხვადასხვა სახეობების ნერგების გამოსაყვან ნაკვეთებს.
კლიმატი
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქს.
ინდივიდუალური მეწარმე „დავიდ ახალბედაშვილის“ სანერგე მეურნეობის მდებარეობს საშუალმთიანეთში ზღვის დონიდან 1700-1800 მეტრზე, იცის ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული, სადაც ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 8-10°, აბსოლუტურ მაქსიმუმი 38°. მინიმუმი – 23°. ნალექების საშუალო წლიური ჯამი 795 მმ-იდან 938 მმ-მდე მერყეობს. ნალექების მაქსიმუმი (19 % წლიური ჯამიდან) მაისშია, ხოლო მინიმუმი იანვარში (წლიური ჯამი 2 %).
ნიადაგი
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში გავრცელებულია მცირე სისქის ძლიერ ხირხატიანი ალუვიური და პროლუვიური ნიადაგები.
საველე კვლევის ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზების შედეგად აღნიშნულ ტერიტორიაზე აღებულ ნიადაგის ნიმუშებში განისაზღვრა ძირითადი საკვები ელემენტები (N,P,K), ნიადაგის არის რეაქცია (pH) წყლის გამონაწურში. გამოიკვეთა ნიადაგის სუსტი მჟავე რეაქცია, ჰიდროსკოპული ტენიანობა ცვალებადობს 1,42 – 2,46 %-ის ფარგლებში, რომელსაც განაპირობებს ნიადაგის მექანიკური შედგენილობის და ორგანული ნივთიერებების შემცველობა. ნიადაგში ჰიდროლიზური აზოტის შემცველობა ცვალებადობს 87,20 – 326,10 მგ/კგ-ში; ხსნადი ფოსფორი ცვალებადობს 16,58 – 82,15 მგ/კგ-ში; გაცვლითი კალიუმი ცვალებადობს 92,54 – 15,06 მგ/კგ-ში; აზოტის შემცველობა 100 გრ ნიადაგში ცვალებადობს 8,7 – 32,6 მგ; ფოსფორის შემცველობა 1,6 – 8,2 მგ; კალიუმის შემცველობა 9,2 – 31,5 მგ. აქედან გამომდინარე ნიადაგი საჭიროებს ორგანული და მინერალური სასუქების გამოყენებით ნაყოფიერების ამაღლებას და სტრუქტურის გაუმჯობესებას.
პროექტის კონსულტანტების მიერ გაცემული იყო დაწვრილებით რეკომენდაციები ნაკვეთების ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლებისათვის, რაც დიდი სიზუსტით იყო შესრულებული.