ისაბალ სოლოღაშვილი

ი/მ ისაბალ სოლოღაშვილის მეურნეობა ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეხილეობის მეურნეობას წარმოადგენს არა მხოლოდ კახეთის რეგიონში, არამედ მთლიანად საქართველოში. აქ დაგროვილია 40 წლიანი ხილის მოყვანის გამოცდილება. ბოლო 14 წლის პერიოდში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების ხილის წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო თანამედროვე ტიპის ბაღებისათვის საჭირო ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.

მობილური: 599985082
Gavazi
9°
broken clouds
humidity: 52%
wind: 1m/s NNE
H 9 • L 9
14°
Mon
13°
Tue
7°
Wed
8°
Thu
Weather from OpenWeatherMap

ინდივიდუალური მეწარმე „ისაბალ სოლოღაშვილის“ სანერგე მეურნეობა განლაგებულია ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ გავაზის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობებზე, ქ. ყვარელიდან დაშორებული 15 კმ-ით.

სანერგე მეურნეობა მოიცავს სხვადასხვა კურკოვანი და თესლოვანი ხეხილის სადედე ბაღების და სხვადასხვა სახეობების ნერგების გამოსაყვან ნაკვეთებს.

კლიმატი

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქს.
ინდივიდუალური მეწარმე „ისაბალ სოლოღაშვილის“ სანერგე მეურნეობის მდებარეობს დაბალ მთიანეთში, ზღვის დონიდან 1000-1200 მეტრზე. აქ განვითარებულია ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი ცხელი ზაფხული, სადაც ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 10-12°, აბსოლუტურ მაქსიმუმი 38°. მინიმუმი – 23°. ნალექების საშუალო წლიური ჯამი 795 მმ-იდან 938 მმ-მდე მერყეობს. ნალექების მაქსიმუმი (19 % წლიური ჯამიდან) მაისშია, ხოლო მინიმუმი იანვარში (წლიური ჯამი 2 %).

ნიადაგი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში გავრცელებულია ალუვიური მდელო-ტყის კარბონატული თიხნარი ნიადაგები.
ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზების შედეგები მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილებში. საველე კვლევის შედეგად აღნიშნულ ტერიტორიაზე აღებულ ნიადაგის ნიმუშებში განისაზღვრა ძირითადი საკვები ელემენტები (N,P,K), ნიადაგის არის რეაქცია (pH) წყლის გამონაწურში. გამოიკვეთა ნიადაგის სუსტად გამოხატული ტუტე რეაქცია, ჰიდროსკოპული ტენიანობა 2,46 %-ის შეადგენს, რომელსაც განაპირობებს ნიადაგის მექანიკური შედგენილობის და ორგანული ნივთიერებების შემცველობა. ნიადაგში ჰიდროლიზური აზოტის შემცველობა საკმაოდ დაბალია და შეადგენს 43,56 მგ/კგ-ია; ხსნადი ფოსფორის მაჩვენებელი საშუალოა და შეადგენს 10,30 მგ/კგ-ია; გაცვლითი კალიუმის კი – საშუალოზე მაღალი და 231,63 მგ/კგ-ია. აზოტის შემცველობა 100 გრ ნიადაგში არის 4,456 მგ; ფოსფორის შემცველობა 1,030 მგ; კალიუმის შემცველობა 23,163 მგ.

აქედან გამომდინარე, ნაკვეთის ნიადაგები ღარიბია საკვები ელემენტებით. ბაღებისა და სანერგე მეურნეობის გაშენებამდე – ნიადაგი საჭიროებს ორგანული და მინერალური სასუქების გამოყენებით ნაყოფიერების ამაღლებას და სტრუქტურის გაუმჯობესებას.
პროექტის კონსულტანტების მიერ გაცემული იყო დაწვრილებით რეკომენდაციები ნაკვეთების ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლებისათვის, რაც დიდი სიზუსტით იყო შესრულებული.