სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი "გილე" წარმოადგენს 11წევრ ფერმერთა გაერთიანებას რომელთა ხილის წარმოების გამოცდილება 35 წელს ითვლის.
რ.კ. "გილემ" ერთ ერთმა პრველმა საქართველოში დაიწყო კენკრის კომერციული წარმოება და საქართველოს ბაზარზე უეკლო მაყვლის, ჟოლოს და მარწყვის მიწოდება, ხოლო 2016 წლიდან - კენკროვანი კულტურების ნერგების წარმოება, რისთვისაც ყოველწლიურად აფართოვებს სადედე ბაღების კოლექციას და ნერგების ასორტიმენტს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „გილე“-ს სანერგე მეურნეობა განლაგებულია ალაზნის ვაკეზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ყიტაანის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობებზე, ქ. გურჯაანიდან დაშორებულია 10 კმ-ით.
სანერგე მეურნეობა მოიცავს სხვადასხვა კენკროვანი მცენარეების სადედე ბაღების და სხვადასხვა სახეობების ნერგების გამოსაყვან ნაკვეთებს.
კლიმატი
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქს.
ოოპერატივი „გილეს“ სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე კარგად გამოსახული ჰავის სიმაღლებრივი ზონალობაა. მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთით ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. ზღვის დონიდან 420 მ-ზე საშუალო წლიური ტემპერატურა 12.4°, იანვრის 0.9°, აგვისტოს 23.6°. ნალექები 800 მმ-მდე, საერთოდ ტერიტორიის დიდ ნაწილში წლიურად 800 მმ ნალექი იცის. მხოლოდ ზეგნისკენ კლებულობს ნალექი 500-600 მმ-მდე. აქაური კლიმატისათვის ნიშანდობლივია ასევე საკმაოდ ძლიერი თავსხმა წვიმები.
ნიადაგი
კოოპერატივი „გილე“-ს ნაკვეთებს, როგორც ალაზნის ველის მნიშვნელოვან ტერიტორიას, ფარავს ალუვიური კარბონატული ნიადაგები.
კოოპერატივის სანერგე განთავსებულია 2 ნაკვეთზე, რომელიცის მოიცავს სადედე ბაღს და მეორე – სანერგე განყოფილებას. ნიადაგების ლაბორატორიული ანალიზების შედეგები მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში. საველე კვლევის შედეგად აღნიშნულ ტერიტორიაზე აღებულ ნიადაგების ნიმუშებში განისაზღვრა ძირითადი საკვები ელემენტები (N,P,K), ნიადაგის არის რეაქცია (pH) წყლის გამონაწურში. გამოიკვეთა ნიადაგის ტუტე და სუსტი ტუტე რეაქცია, ჰიდროსკოპული ტენიანობა 3,52 %-ის შეადგენს, რომელსაც განაპირობებს ნიადაგის მექანიკური შედგენილობის და ორგანული ნივთიერებების შემცველობა. ნიადაგში ჰიდროლიზური აზოტის შემცველობა ძალიან დაბალია და მერყეობს 33,26-28,85 მგ/კგ-ის ფარგლებში; ხსნადი ფოსფორის და გაცვლითი კალიუმის მაჩვენებლები ძალიან მაღალია სადედე ბაღის ნაკვეთზე და შესაბამისად შეადგენს 125 მგ/კგ-ს (ფოსფორი) და 468,83 მგ/კგ-ს (კალიუმი); ხოლო სანერგე ნაკვეთი ღარიბია ფოსფორის შემცველობით (10,8 მგ/კგ) და მასში კალიუმის შემცველობა მიეკუთვნება მაღალ გრადაციას (344,04 მგ/კგ).
აქედან გამომდინარე, ნაკვეთის ნიადაგები ღარიბია აზოტის შემცველობით, რაზედაც პროექტის კონსულტანტების მიერ გაცემული იყო დაწვრილებით რეკომენდაციები ნაკვეთების ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლებისათვის, რაც დიდი სიზუსტით იყო შესრულებული კოოპერატივის წევრების მიერ.