ი/მ ვაჟა რუაძის მეურნეობა წარმოადგენს კახეთის რეგიონის ერთ ერთ ყველაზე მსხვილ მეურნეობას, რომელშიც დაგროვებულია ხილის წარმოების 25 წლიანი ხილის წარმოების გამოცდილება. ბოლო 10 წის განმავლობაში მეურნეობა აქტიურად გადავიდა თანამედროვე ინდუსტრიული ჯიშების წარმოებაზე, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო ინდუსტრიული ჯიშების მაღებისათვის ნერგების წარმოება და ახალი ჯიშების ხეხილის წარმოებისათვის კოლექციის გამრავლება თავის სადედე ბაღში.
ინდივიდუალური მეწარმე „ვაჟა რუაძე“-ს სანერგე მეურნეობა განლაგებულია ალაზნის ვაკეზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩალაუბნის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობებზე, ქ. გურჯაანიდან დაშორებულია 8 კმ-ით.
სანერგე მეურნეობა მოიცავს სხვადასხვა კურკოვანი და თესლოვანი ხეხილის სადედე ბაღების და სხვადასხვა სახეობების ნერგების გამოსაყვან ნაკვეთებს.
კლიმატი
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქს.
ინდივიდუალური მეწარმე „ვაჟა რუაძე“-ს სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე კარგად გამოსახული ჰავის სიმაღლებრივი ზონალობაა. მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთით ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. ზღვის დონიდან 420 მ-ზე საშუალო წლიური ტემპერატურა 12.4°, იანვრის 0.9°, აგვისტოს 23.6°. ნალექები 800 მმ-მდე, საერთოდ ტერიტორიის დიდ ნაწილში წლიურად 800 მმ ნალექი იცის. მხოლოდ ზეგნისკენ კლებულობს ნალექი 500-600 მმ-მდე. აქაური კლიმატისათვის ნიშანდობლივია ასევე საკმაოდ ძლიერი თავსხმა წვიმები.
ნიადაგი
ინდივიდუალური მეწარმე „ვაჟა რუაძე“-ს ნაკვეთებს, როგორც ალაზნის ველის მნიშვნელოვან ტერიტორიას, ფარავს ალუვიური კარბონატული ნიადაგები.
ინდივიდუალური მეწარმე „ვაჟა რუაძე“-ს სანერგე განთავსებულია 2 ნაკვეთზე, რომელიცის მოიცავს სადედე ბაღს და მეორე – სანერგე განყოფილებას. ნიადაგების ლაბორატორიული ანალიზების შედეგები მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში. საველე კვლევის შედეგად აღნიშნულ ტერიტორიაზე აღებულ ნიადაგების ნიმუშებში განისაზღვრა ძირითადი საკვები ელემენტები (N,P,K), ნიადაგის არის რეაქცია (pH) წყლის გამონაწურში. გამოიკვეთა ნიადაგის ტუტე და სუსტი ტუტე რეაქცია, ჰიდროსკოპული ტენიანობა 1,63-1,21 %-ის შეადგენს, რომელსაც განაპირობებს ნიადაგის მექანიკური შედგენილობის და ორგანული ნივთიერებების შემცველობა. ნიადაგებში ძალიან დაბალია მაკროელემენტების შემცველობა – ჰიდროლიზური აზოტის შემცველობა მერყეობს 21,73-25,74 მგ/კგ-ის ფარგლებში; ხსნადი ფოსფორის შეადგენს 12,08-3,81 მგ/კგ-ს (ფოსფორი); ხოლო გაცვლითი კალიუმის მაჩვენებლები 215,90-126,05 მგ/კგ-ს (კალიუმი).
აქედან გამომდინარე, ნაკვეთების ნიადაგები ღარიბია საკვები ელემენტებით. ბაღებისა და სანერგე მეურნეობის გაშენებამდე – ნიადაგი საჭიროებს ორგანული და მინერალური სასუქების გამოყენებით ნაყოფიერების ამაღლებას და სტრუქტურის გაუმჯობესებას.
პროექტის კონსულტანტების მიერ გაცემული იყო დაწვრილებით რეკომენდაციები ნაკვეთების ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლებისათვის, რაც დიდი სიზუსტით იყო შესრულებული.