დავით ახალბედაშვილი

ი/მ დავით ახალბედაშვილის მეურნეობა წარმოადგენს ოჯახურ მეურნეობას, რომლის სპეციალიზაციაც გახლავთ კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების წარმოება.

მობილური: 551592131

ბალი

ბალი – (ლათ. Prunus avius) – კურკოვანთა გვარის ხეხილოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. ხე ინტენსიურად იზრდება (სიმაღლე 15-20 მ-მდე), აქვს მორიგეობით განლაგებული ტოტები და სწორი, მაღალი შტამბი. ფოთოლი მაგრძო ელიფსური ფორმისაა, ყვავილი თეთრი, ქოლგებად შეკრებილი; ნაყოფი კურკიანია – მომრგვალო ან გულისებრი, სხვადასხვა შეფერილობის (ყვითელი, ვარდისფერი, წითელი და შავი).

ნაყოფის რბილობი წვნიანია, კურკას ცუდად ეცლება და სიმკვრივის მიხედვით იყოფა ბიგაროებად (მკვრივი რბილობი) და გინებად (ნაზი რბილობი). ამ უკანასკნელს განეკუთვნება უმთავრესად საქართველოში გავრცელებული ბლის ადგილობრივი ჯიშები. ბალს მყნობით ამრავლებენ (ამონაყარს არ იძლევა; გამონაკლისია ქართული ბალი), საძირეებად იყენებენ ბალმწარას, ბალღოჯასა და ბლის კულტურული ჯიშების თესლნერგებს.

ბალი კულტივირებული მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. საქართველოში ბალი გავრცელებულია მეხილეობის ყველა რაიონში და კურკოვანი კულტურების ნარგავების 42 %-ს შეადგენს. იგი ზომიერი კლიმატის, სინათლის მოყვარული მცენარეა. მაღალხარისხოვან მოსავალს იძლევა ნეშომპალა-კარბონატულ და ლამიან ნიადაგებზე. ხელსაყრელ პირობებში ყოველწლიურად მსხმოიარობს, საშუალო მოსავლიანობა 50-60 ც/ჰა-ზეა.

ბალი საადრეო ხილია (მწიფდება მაისსა და ივნისში), ნაყოფი შეიცავს 10-15 % შაქარს (გლუკოზა, ფრუქტოზა, ნაკლებად საქაროზა), 0,2-1,1 % მჟავას (უმთავრესად ვაშლისას), C ვიტამინსა და კაროტინს. იყენებენ სუფრის ხილად, კომპოტის, ბურაბისა და წვენის დასამზადებლად. საქართველოში ფართოდაა ცნობილი ნაპოლეონის ვარდისფერი, მარკის ადრეულა, დროგანის

ყვითელი, აგრეთვე ადგილობრივი ჯიშები – ჭოპორტულა, კახაბელა, ძუძუბალი. დარაიონებული ჯიშებია: თათრული შავი, ხარისგულა და დროგანის ყვითელი. ეს უკანასკნელი უხვმოსავლიანი, საკმაოდ ყინვაგამძლე, საკონსერვო დანიშნულების საგვიანო ჯიშია და საქართველოში გავრცელების მიხედვით ბლის ნარგაობის 40 %-მდე უკავია. ბალი ავადდება გომოზით, ნაყოფის სიდამპლით. მავნებელთაგან აზიანებს ალუბლის ბუზი, ალუბლის ბუგრი და რინქიტი.

იშების დახასიათება:

ჩვენი პროექტის ფარგლებში თურქეთიდან შემოტანილია სხვადასხვა ახალი პერსპექტიული ჯიში, რომელთაგანაც წინასწარი შეფასებით ყურადღებას იმსახურებს