სანერგეები
ჩემს შესახებ
ი/მ დავით ახალბედაშვილის მეურნეობა წარმოადგენს ოჯახურ მეურნეობას, რომლის სპეციალიზაციაც გახლავთ კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების წარმოება.
არაპაჰო
ხარობს ზომიერ კლიმატურ პირობებში და მარტივად ეგუება მის ცვლილებას, უყვარს თბილი ზამთარი. საუკეთესოდ ხარობს ქარებისაგან დაცულ მზიან ადგილებზე. ნაყოფი საშუალო და დიდი ზომის, ზომიერად ტკბილი, წვნიანი. შეფერილობა – მუქი შავი. მაღალმოსავლიანი. როგორც წესი ყვავილობას იწყებს მაისის დასაწყისში და გრძელდება აგვისტოს ბოლომდე. შეიცავს დიდი რაოდენობით ორგანულ მჟავებს, მინერალებს და ვიტამინებს.
სანერგეებში არსებული „არაპაჰოს“ ჯიშის ნერგები სერტიფიცირებულია თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სარგავი მასალის რეგისტრაციის და სერტიფიცირების დეპარტამენტის მიერ.