სანერგეები
ჩემს შესახებ
ი/მ დავით ახალბედაშვილის მეურნეობა წარმოადგენს ოჯახურ მეურნეობას, რომლის სპეციალიზაციაც გახლავთ კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების წარმოება.
პრაიმ-ფრიდომი
წარმოშობა: ამერიკული ჯიშია. ბუჩქის ფორმა: სწორამდგომი ბუჩქი, უეკლო. ყვავილობის პერიოდი: მაისი, ივნისის დასაწყისი. ნაყოფის ფერი: მუქი ლურჯი პრიალა ფერის; ფორმა: კონუსისებური; ზომა: მსხვილი, ერთი კენკრის მასა 10-12 გრამი; რბილობი: მუქი, მკვრივი, წიპწიანი, საუკეთესო არომატით, ტკბილი არომატული, სასიამოვნო გემოთი, ტრანსპორტაბელური. მაღალ მოსავლიანია – 15 ტონა ჰექტარზე. მავნებელ-დაავადებების მიმართ გამძლეა. სიმწიფის პერიოდი: ივლისის შუა რიცხვებიდან.