ი/მ დავით ახალბედაშვილის მეურნეობა წარმოადგენს ოჯახურ მეურნეობას, რომლის სპეციალიზაციაც გახლავთ კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების წარმოება.
გიულოშა აზერბაუჯანილი
წარმოშობა: აზერბაიჯანული ჯიშია, შემოტანილია 1956 წელს. ვეგეტაციას იწყებს აპრილის დასაწყისში. ყვავილობს მაისის ბოლოდან. ნაყოფები მწიფდება ოქტომბრის მესამე დეკადაში. გამოირჩევა კარგი მსხმოიარობით (18-20 კგ 1 ძირზე), იტანს 12 0-მდე ყინვას. მცენარე საშუალო სიმაღლისაა(2,6 მ-მდე) მომრგვალო, საკმაოდ ხშირი მარჯით; ნაყოფი საშუალო ან მსხვილი, მომრგვალოა; კანი პრიალა ვარდისფერი. მსხვილმარცვლიანია; მარცვლები ალუბლისფერი; თესლი წვრილი და მაგარია. შეიცავს მომჟავო-მოტკბო სასიამოვნო გემოს წვენს, რომლის გამოსავალი 50 %-ს აღემატება. საქართველოს მშრალ სუბტროპიკულ ზონაში 14,09 %-მდე. პერსპექტიულია აღმოსავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში გასავრცელებლად, უპირატესად კახეთის ზონაში.