სანერგეები
ჩემს შესახებ
ი/მ დავით ახალბედაშვილის მეურნეობა წარმოადგენს ოჯახურ მეურნეობას, რომლის სპეციალიზაციაც გახლავთ კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების წარმოება.
ჰიჯაზ ნარი
მსხვილი ნაყოფით, სქელ კანიანი, ხასხასა წითელი შეფერილობის. საშუალო ზომის მარცვლებით, ოდნავ მომჟავო გემოთი. გამოიყენება როგორც სასუფრედ, ასევე წვენის წარმოებაში. მოსავლის აღება იწყება 10 ოქტომბრიდან 2 კვირის განმავლობაში.
სანერგეებში არსებული „ჰიჯაზ ნარის“ ჯიშის ნერგები სერტიფიცირებულია თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სარგავი მასალის რეგისტრაციის და სერტიფიცირების დეპარტამენტის მიერ.