დავით ახალბედაშვილი

ი/მ დავით ახალბედაშვილის მეურნეობა წარმოადგენს ოჯახურ მეურნეობას, რომლის სპეციალიზაციაც გახლავთ კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების წარმოება.

მობილური: 551592131

კიზილ ნარი

წარმოშობა: აზერბაიჯანული ჯიშია, შემოტანილია 1949 წელს. მცენარე საშუალო ზომისაა (3 მ-მდე სიმაღლის) მომრგვალო საშუალო ზომის ვარჯით. უხვმოსავლიანია (19 კგ 1 ძირზე). ვეგეტაციას იწყებს მარტის ბოლოს, ყვავილობს მაისის ბოლოს. ნაყოფები მწიფდება ოქტომბერის მეორე ნახევარში; ინვითარებს მსხვილ ნაყოფებს; ნაყოფის კანი სქელია, პრიალა, მოწითალო ჟოლოსფერი. თესლი ალუბლისფერია, წვრილი და მაგარი; შეიცავს მომჟავო მოტკბო გემოს წვენს, რომლის გამოსავლიანობა 50 %-ს აღემატება, შაქრები – 14,5 %-ია, ვიტამინი C – 9,6 %, ხოლო მთრიმლავი ნივთიერება – 0,16 %. შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ნედლი ხილი, ისე წვენისა და სხვა უალკოჰოლო სასმელების დასამზადებლად. პერსპექტიულად მიგვაჩნია ქვემო ქართლისა და კახეთის ზონებისათვის.