ი/მ დავით ახალბედაშვილის მეურნეობა წარმოადგენს ოჯახურ მეურნეობას, რომლის სპეციალიზაციაც გახლავთ კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების წარმოება.
შირინ ნარი
წარმოშობა: აზერბაიჯანული ჯიშია, შემოტანილია 1974 წელს. ხასიათდება საშუალო ზრდით, მომრგვალო კომპაქტური ვარჯით. ვეგეტაციას იწყებს აპრილის დასაწყისში, ყვავილობს მაისის ბოლოს. ნაყოფი მწიფდება ოქტომბრის მესამე დეკადაში. გამოირჩევა უხვი და ყოველწლიური მსხმოიარობით (195 ც-მდე ჰექტარზე) გვალვაგამძლეა, ნაკლებად ზიანდება მავნებელ-დაავადებებით, ანვითარებს საშუალო ან მსხვილ ნაყოფებს, ოდნავ ხორკლიანი კანით. შეიცავს მსხვილ წითელი ფერის მარცვლებს, საკმაოდ წვნიანია და ტკბილი. წვენის შემცველობა 47,5 %-ია და შეიცავს 19,4 მგ C ვიტამინს. პერსპექტიულია ქვემო ქართლის ზონაში გასავრცელებლად. შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ნედლი ხილის სახით, ასევე გადასამუშავებლად.