დავით ახალბედაშვილი

ი/მ დავით ახალბედაშვილის მეურნეობა წარმოადგენს ოჯახურ მეურნეობას, რომლის სპეციალიზაციაც გახლავთ კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების წარმოება.

მობილური: 551592131

ჯიში - ჰაჩია

წარმოშობა – იაპონია. ნაყოფი – ძალიან დიდი ზომისაა, ახასიათებს ძალიან მაღალი ხარისხის გემური თვისებები. ფერი – მოწითალო-სტაფილოსფერი. დამტვერვის გარეშე ხასიათდება უკურკო ნაყოფებით. დამტვერვისას წარმოიქმნება კურკიანი ნაყოფები. ნაყოფის რბილობი დამწიფებისას იღებს ყავისფერ ფერს, მაგრამ ინარჩუნებს სიმკვრივეს. უკურკო ნაყოფებს რბილობი მოწითალო-სტაფილოსფერია და ხასიათდება გამაღიზიანებელი „პირის დაშუშხვის“ გემოთი. ამიტომ, მისი საკვებად მიღება მიზანშეწონილია სრული დამწიფების შემდეგ, როდესაც ნაყოფი მთლიანად დარბილდება. მსხმოიარობას იწყებს მე-4 წელს. მოსავლის კრეფა იწყება ნოემბრის დასაწყისიდან.

სანერგეებში არსებული „ჰაჩიას“ ჯიშის ნერგები სერტიფიცირებულია თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სარგავი მასალის რეგისტრაციის და სერტიფიცირების დეპარტამენტის მიერ.