ი/მ დავით ახალბედაშვილის მეურნეობა წარმოადგენს ოჯახურ მეურნეობას, რომლის სპეციალიზაციაც გახლავთ კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების წარმოება.
ანჯელინო
მაღალ მოსავლიანი საგვიანო ჯიშია. გამოირჩევა მკვრივი რბილობით. ნაყოფი საშუალო ზომისაა, პატარა კურკით, ტკბილი და არომატული. კანი: ნაზი, მუქი ყავისფერი ან მუქი იისფერი შავში გარდამავალი. გამძლეა მკაცრი კლიმატური პირობებისადმი. ხასიათდება ერთდროული დამწიფებით. 3 თვემდე ინახება სამაცივრე მეურნეობებში. მოსავლის აღება ხდება 10 სექტემბერიდან 10-15 დღის განმავლობაში. დამამტვერიანებლები: Friar, Formosa, Santa Rosa.
სანერგეებში არსებული „ანჯელინოს“ ჯიშის ნერგები სერტიფიცირებულია თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სარგავი მასალის რეგისტრაციის და სერტიფიცირების დეპარტამენტის მიერ.