სანერგეები
ჩემს შესახებ
ი/მ დავით ახალბედაშვილის მეურნეობა წარმოადგენს ოჯახურ მეურნეობას, რომლის სპეციალიზაციაც გახლავთ კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების წარმოება.
სამეფო თეთრი
საუკეთესო ჯიშია ჩირების წარმოებისათვის. ჩირის ფერი არის მოთეთრო ქარვისფერში გარდამავალი. მაღალ მსხმოიარე ჯიშია, დიდი ნაყოფებით. პირველი ნაყოფების დამწიფება იწყება ივლისის 1 დეკადის ბოლოს. მოსავლის კრეფა ხდება ივლისის შუა რიცხვებიდან 1 თვის განმავლობაში.
სანერგეებში არსებული „სამეფო თეთრის“ ჯიშის ნერგები სერტიფიცირებულია თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სარგავი მასალის რეგისტრაციის და სერტიფიცირების დეპარტამენტის მიერ.