დავით ახალბედაშვილი

ი/მ დავით ახალბედაშვილის მეურნეობა წარმოადგენს ოჯახურ მეურნეობას, რომლის სპეციალიზაციაც გახლავთ კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების წარმოება.

მობილური: 551592131

მალინა-მარწყვი

წარმოშობა: ადგილობრივი ჯიშია, გამოვლენილია კახეთში. ბუჩქის ფორმა: სწორნდგომი. ყვავილობის პერიოდი: აპრილის ბოლო. ნაყოფის ფერი: მუქი წითელი; ფორმა: მრგვალი; ზომა: მსხვილი, ერთი კენკრის მასა 13-17 გრამი; რბილობი: მუქი წითელი, მკვრივი, კარგი არომატით, ტკბილი, განსაკუთრებული, სასიამოვნო გემოთი; მაღალ მოსავლიანი 8 ტონა ჰექტარზე. იშვიათად ავადდება მავნებელ-დაავადებებით. სიმწიფის პერიოდი: მაისის ბოლო.