ი/მ დავით ახალბედაშვილის მეურნეობა წარმოადგენს ოჯახურ მეურნეობას, რომლის სპეციალიზაციაც გახლავთ კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების წარმოება.
ფალიოპეტიკი
ამ ჯიშის ხე მაღალია. ნიადაგურ-კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მისი სიმაღლე მერყეობს 5 – 6 მ-ის ფარგლებში. გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით. ნაყოფი ტკბილია, რბილი, გლუვი ზედაპირით. მცენარე ადრე შედის მსხმოიარებაში და გადარგვიდან მე-3 წელს იწყებს მსხმოიარებას. მაღალ მოსავლიანია, დიდი ზომის ნაყოფებით. მოსავლის აღება ტარდება ოქტომბრის თვეში. მოსავლის აღება მიმდინარეობს სექტემბრის 10-დან დაახლოებით 1 თვის მანძილზე.
სანერგეებში არსებული „ფალიოპეტიკის“ ჯიშის ნერგები სერტიფიცირებულია თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სარგავი მასალის რეგისტრაციის და სერტიფიცირების დეპარტამენტის მიერ.