დავით ახალბედაშვილი

ი/მ დავით ახალბედაშვილის მეურნეობა წარმოადგენს ოჯახურ მეურნეობას, რომლის სპეციალიზაციაც გახლავთ კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების წარმოება.

მობილური: 551592131

პატრიცია

წარმოშობა: უკრაინული ჯიში. ბუჩქის ფორმა: სწორნდგომი ოდნავ მოხრილი ღეროებით, მოითხოვს შპალერულ სისტემას. ყვავილობის პერიოდი: ივნისის დასაწყისი. ნაყოფის ფერი: ღია წითელი; ფორმა: კონუსური; ზომა: მსხვილი, ერთი კენკრის მასა 6 -12 გრამი. რბილობი: ღია ვარდისფერი, მკვრივი, კარგი არომატით. მოსავლიანობა; მაღალ მოსავლიანი 10 -15 ტონა ჰექტარზე. დაავადებების მიმართ გამძლეობა: მავნებელ-დაავადებების მიმართ მგრძნობიარე. სიმწიფის პერიოდი: ივლისის დასაწყისი, ერთჯერადად მსხმოიარე. საგემოვნო თვისებები: ტკბილი, სასიამოვნო გემოთი.