კოოპერატივი გილე

სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი "გილე" წარმოადგენს 11წევრ ფერმერთა გაერთიანებას რომელთა ხილის წარმოების გამოცდილება 35 წელს ითვლის.
რ.კ. "გილემ" ერთ ერთმა პრველმა საქართველოში დაიწყო კენკრის კომერციული წარმოება და საქართველოს ბაზარზე უეკლო მაყვლის, ჟოლოს და მარწყვის მიწოდება, ხოლო 2016 წლიდან - კენკროვანი კულტურების ნერგების წარმოება, რისთვისაც ყოველწლიურად აფართოვებს სადედე ბაღების კოლექციას და ნერგების ასორტიმენტს.

მობილური: 599781445

სამ გვირგვინა

სამ გვირგვიანის დასახელება დაიმსახურა 3 ძირითადი თვისებების არსებობით – საუკეთესო გემო, მაღალი მოსავლიანობა და მედეგობა. ბოლო თვისება გულისხმობს – მდგრადობა დაავადებებისადმი და ძალიან დიდი ზომის ნაყოფის ხარისხის შენარჩუნება ხანგრძლივი პერიოდით. მცენარე არის უეკლო. მოსავლის კრეფა შესაძლებელია 5 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ივლისის დასაწყისიდან სექტემბრის დასაწყისამდე. ერთნაირად ხარობს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში.

სანერგეებში არსებული „სამ გვირგვინას“ ჯიშის ნერგები სერტიფიცირებულია თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სამინისტროს სარგავი მასალის რეგისტრაციის და სერტიფიცირების დეპარტამენტის მიერ.