სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი "გილე" წარმოადგენს 11წევრ ფერმერთა გაერთიანებას რომელთა ხილის წარმოების გამოცდილება 35 წელს ითვლის.
რ.კ. "გილემ" ერთ ერთმა პრველმა საქართველოში დაიწყო კენკრის კომერციული წარმოება და საქართველოს ბაზარზე უეკლო მაყვლის, ჟოლოს და მარწყვის მიწოდება, ხოლო 2016 წლიდან - კენკროვანი კულტურების ნერგების წარმოება, რისთვისაც ყოველწლიურად აფართოვებს სადედე ბაღების კოლექციას და ნერგების ასორტიმენტს.
ლოხნესი
წარმოშობა: ამერიკული ჯიშია. ბუჩქის ფორმა: კომპაქტური, სწორმდგომი ბუჩქი, უეკლო. ყვავილობის პერიოდი: ივნისი, ივლისი, აგვისტო – რემონტატული ჯიშია. ნაყოფის ფერი: მუქი ლურჯი პრიალა ფერის; ფორმა: მრგვალი, ოვალური; ზომა: მსხვილი, ერთი კენკრის მასა 12-14 გრამი; რბილობი: მუქი, მკვრივი, წიპწიანი, საუკეთესო არომატით. მოსავლიანობა; მაღალი 15 ტონა ჰექტარზე. მავნებელ-დაავადებების მიმართ გამძლეა. სიმწიფის პერიოდი: ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ხანგრძლივი მოსავლიანობის პერიოდი. საგემოვნო თვისებები: ტკბილი არომატული, სასიამოვნო გემოთი.